MS EXCEL-ის საბაზისო კურსი

ღირებულება 450 ₾

განვადებით თვეში 14 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

MS Excel კურსის მიზანია სტუდენტმა მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ეკონომიკური პროცესების მოდელირებიასა და ბიზნეს სიტუაციების ანალიზში.


MS EXCEL სასწავლო კურსის შედეგები

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტებთან დაკავშირებული  ინფორმაციის მოძიება;
  • ეკონომიკურ პრობლემებთან მიმართებაში, მონაცემთა სტატისტიკური ანალიზისათვის Microsoft Excel-ის პროგრამის უახლესი მიდგომებისა და ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება;
  • კვლევების შედეგად მიღებული ინფორმაციის ელექტრონული სახით ჩაწერა, სისტემატიზაცია, მონაცემების ვიზუალიზაცია, დამუშავება, რაოდენობრივი ანალიზი, შეფასება და დასკვნის გამოტანა;
  • გრაფიკების, ჰისტოგრამებისა და სხვა ფუნქციონალური ფორმების შექმნა;
  • პროგნოზირება, ჰიპოტეზების ტესტირება და სტატისტიკური ანალიზის შედეგად დასკვნების გაკეთება.


ლექტორის შესახებ

სოფიო კაჭარავა

  • ბიზნეს საკონსულტაციო და მომსახურების კომპანია SMART Support-ის  პარტნიორი, განვითარების მიმართულების ლიდი;
  • 5 წლიანი სამუშაო გამოცდილებით HR-ში შერჩევის მიმართულებით. 
  • იცნობს IT & Tech Recruitment-ის პრინციპებს;
  • მუშაობდა სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელ კომპანიებთან და იცნობს მათ სპეციფიკებს;
  • გარდა ძირითადი საქმიანობისა, მუშაობდა პროცესების გაციფრულებასა და ოპტიმიზაციაზე;
  • აქვს მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ბაკალავრის ხარისხი.

შაკო რაზმაძე

  • შაკო ამჟამად მუშაობს ბიზნეს საკონსულტაციო და მომსახურების კომპანია SMART Support-ში, სადაც პასუხისმგებელია მონაცემების ანალიზზე, ავტომატიზაციის პროცესების დანერგვაზე და მონაცემთა მართვის გაუმჯობესებაზე;
  • აქტიურად იყენებს Excel-ს ყოველდღიურ საქმიანობაში, KPI-ების მონიტორინგისა და ბიზნეს გადაწყვეტილებების მხარდაჭერისთვის;
  • კითხულობს Excel-ის ლექციებს HR მენეჯმენტისა და რეკრუტინგის პრაქტიკის კურსის ფარგლებში, სადაც სტუდენტებს ასწავლის მონაცემების დამუშავებას, ფორმულებისა და Pivot Table-ების გამოყენებასა და ავტომატიზაციას (Conditional Formatting, Data Validation).

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



რეგისტრაცია ➜

შეფასებები

თეონა ვეფხვიაშვილი

კურსიც და ლექტორიც საკმაოდ დიდ საშუალებს აძლევს სტუდენტს რომ მოცემულ საკითხში საფუძვლიანას გაერკვეს. მადლობა, წარმატებები. მადლობა თემოს იმ გამოცდილებისთვის რაც მის ლექციებზე დასწრების დროს მივიღე.

ანონიმური შეფასება

 ვფიქრობ კურსი იყო ამომწურავი და ძალიან კარგად ორგანიზებული, როგორც ტექნიკურად ასევე შინაარსობრივად. ასევე კიდევ ერთი პლიუსი- კურსი იყო საკმაოდ ინტერაქციული რაც საშუალებას გვაძლევდა სიღრმისეულად გაგვეგო ყველაფერ. 

ანონიმური შეფასება

 ორივე ლექტორი არის უაღრესად თავისი საქმის პროფესიონალი, რისთვისაც მადლობა მათ. სმარტ აკადემიაში უკვე მესამე კურსს გავდივარ და იმდენად სრულყოფილი არი ყველა კუთხით, სიამოვნებით გავივლიდი სხვა მიმართულებითაც.

ანონიმური შეფასება

მივიჩნევ, რომ კურსი კარგად შედგენილი იყო იმ პირებისთვის რომლებიც ეხლა იწყებენ ექსელის შესწავლას. თემები გასაგები იყო და დავალებები მეხმარებიდა უკეთესად გაგებაში. ლექტორები ძალიან კარგები იყვნენ, სრულყოფილად და გასაგებად ხსნიდნენ საკითხებს.

ანონიმური შეფასება

ძალიან ზუსტად და სწორად არის სილაბუსი გაწერილი იმ დაინტერესებული პირებისთვის, ვისაც სურს საფუძვლების შესწავლა შემდგომი განვითარებისთვის. კურსი მოიცავ იმ საწყის, საბაზისო საკითხებს, რაც ნებისმიერ სფეროში გვიმარტივებს მუშაობის პროცესს და გვიზოგავს დროს და გვაძლევს უფრო ეფექტურ შედეგს მუშაობის პროცესში. ჩემთვის პირადად საინტერესო კურსი იყო. ლექტორი ძალიან გარკვევით და საინტერესოდ ხსნიდა მასალას რეალური მაგალითების საფუძველზე, რისთვისაც მას ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები smart academy-ის მთლიან გუნდს


სხვა კურსები

ციფრული პროდუქტების ტესტირება GITA

ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ციფრული პროდუქტების ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით, შეძლოს პროექტების მართვის ინსტრუმენტების გამოყენება, დაგეგმოს კარიერული გზა და მოემზადოს გასაუბრებისთვის.

ვიდეო მონტაჟის კურსი - ADOBE PREMIERE PRO

სასწავლო კურსი მონაწილეებს მისცემს ვიდეო ედითინგის პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას. კურსი მოიცავს სხვადასხვა ტექნიკას, ინსტრუმენტებს და პროგრამებს, რომლებიც საჭიროა მაღალი ხარისხის ვიდეოების შესაქმნელად.

FRONT-END DEVELOPMENT & SEO WITH REACT JS

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი ვებ გვერდის ასაწყობად. ამ კურსზე შეისწავლი, როგორ შექმნა ინტერაქტიული გვერდები HTML-ის, CSS-ისა და JavaScript-ის გამოყენებით. REACT JS/NATIVE დეველოპმენტის კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს მყარი ფუნდამენტი React JS/Native -ზე დაფუძნებული მცირე და საშუალო ზომის web და mobile აპლიკაციების შესაქმნელად და მოამზადოს სტუდენტი ამ მიმართულებით ჯუნიორ პოზიციაზე დასასაქმებლად.

მენტორინგის პროგრამა - სტრატეგიული HR: თანამშრომლების შეფასების სისტემები და სამოტივაციო სქემები

პერფორმანსის მართვის კურსის ერთ-ერთი მიზანია HR-ებმა და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების ხელმძღვანელებმა მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა HR-ის სტრატეგიული საკითხების შესახებ, რომლებიც მათ დაეხმარება შეფასების სისტემების დანერგვაში, სამოტივაციო სქემების აწყობაში, თანამშრომლების განვითარების გეგმების გაწერასა და კომპანიაში კონსტრუქციული უკუკავშირის კულტურის ჩამოყალიბებაში. უმთავრესი მიზანია, ეს ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში და კურსის განმავლობაში, მათ მიერ შერჩეულ მიმართულებაში, მენტორების დახმარებით, შეიმუშაონ/დანერგონ ყველა ის საკითხი, რასაც ისწავლიან თეორიაში.

ყველა კურსი