კრიზისული კომუნიკაციების მართვის პრაქტიკული კურსი

ღირებულება 950 ₾

განვადებით თვეში 30 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

კრიზისული კომუნიკაციების მართვის სასერტიფიკატო კურსი აერთიანებს სამ მოდულს, რომლის ცალკეული ნაწილი ეძღვნება კომუნიკაციას წინაკრიზისულ, კრიზისულ და პოსტ-კრიზისულ პერიოდს. კურსის მიზანია  მონაწილეები გაეცნონ კრიზისის მართვის ფუნდამენტურ და თანამედროვე თეორიებს, სტრატეგიებს, ტაქტიკებსა და პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულების მეშვეობით გამოიმუშაონ ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციაში კრიზისის მართვის პრაქტიკული უნარები. კურსის გავლის შემდეგ მონაწილე განავითარებს კრიზისის პრევენციის, კრიზისზე რეაგირების და პოსტ-კრიზისულ სიტუაციებში იმიჯის და რეპუტაციის აღდგენის მიზნით განსახორციელებელი აქტივობების შემუშავების თეორიულ ცოდნას და მართვის პრაქტიკულ უნარებს და შეძლებს ეფექტურად მართოს კრიზისული კომუნიკაციები დაინტერესებულ მხარეებთან.


სასწავლო კურსის შედეგები

კრიზისული კომუნიკაციების მართვის პრაქტიკული კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • ეცოდინებათ კრიზისის ტიპოლოგია;
  • ეცოდინებათ კრიზისების პრევენციისა და მართვის თეორიული მოდელები;
  • ეცოდინებათ და შეძლებენ ორგანიზაციის იმიჯის ფორმირებას, მის გაძლიერებას და მისი აღდგენისთვის საჭირო მაკორექტირებელი აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას;
  • შეძლებენ კრიზისების ტიპიდან გამომდინარე ეფექტურად დაგეგმონ შესაბამისი აქტივობები;
  • ეცოდინებათ კრიზისული კომუნიკაციების სტრატეგიები;
  • შეძლებენ კრიზისული კომუნიკაციის ეფექტური სტრატეგიების და ტაქტიკური აქტივობების შემუშავებას;
  • შეძლებენ კრიზისული კომუნიკაციის სამოქმედო გეგმის შემუშავებას;
  • ეცოდინებათ და გამოიყენებენ სხვადასხვა ანალიტიკურ/პრაქტიკული ინსტუმენტებს კრიზისით მიყენებული ზიანის შესამცირებლად;
  • ეცოდინებათ ეფექტური კომუნიკაციის წარმართვის და ეფექტური გზავნილების შემუშავების ტექნიკა;
  • შეძლებენ არგუმენტირებული მსჯელობით წარადგინოს სამიზნე ჯგუფისთვის დაგეგმილი აქტივობები;
  • დაიცავენ ეთიკურ სტანდარტებს კრიზისული კომუნიკაციის პროცესში. 


სასწავლო კურსის მოთხოვნები

  • დარგობრივი ცოდნა.

რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

გრაფიკული დიზაინის კურსი

კურსის მიზანია დამწყებ დიზაინერებს გააცნოს საკომუნიკაციო მასალების ვიზუალური გადაწყვეტების ის ძირითადი პრინციპები და პროგრამული ინსტრუმენტები, რაც აუცილებელია მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად.

PAYROLL-ის პრაქტიკული კურსი

PAYROLL-ის პრაქტიკული კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს პრაქტიკული ცოდნა და უნარები Payroll-ის (შრომის ანაზღაურების) სისტემის დაგეგმვის, გამოთვლისა და მართვის შესახებ. მონაწილეები გაიცნობენ Payroll-ის სრულ ციკლს - შემომავალი დოკუმენტაციიდან საბოლოო ანგარიშსწორებამდე, ისწავლიან ხელფასის კომპონენტების სტრუქტურირებასა და კანონმდებლობის გათვალისწინებას.

ციფრული მხატვრობა და კონცეპტ არტი

კურსის მიზანია სტუდენტმა გამოიმუშაოს ფუნდამენტური უნარები კონცეპტის დიზაინის შესაქმნელად. გაეცნოს თანამედროვე ტენდენციებს და მიმდინარეობებს კონცეპტ არტის სამყაროში.

ყველა კურსი