L&D - ორგანიზაციული სწავლებისა და განვითარების კურსი

ღირებულება 950 ₾ 830 ₾

განვადებით თვეში 26 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

L&D - ორგანიზაციული სწავლებისა და განვითარების კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურთ ორგანიზაციაში ჩამოაყალიბონ სწავლებისა და განვითარების (Learning & Development/L&D) თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული ეფექტური სისტემა.

პროგრამის მიზანია მონაწილეებს მისცეს სისტემური, სტრატეგიული და პრაქტიკული ხედვა სწავლებისა და განვითარების (Learning & Development) ფუნქციის შესახებ.

პროგრამა ორიენტირებულია მონაწილეთა ინდივიდუალური და ორგანიზაციული კომპეტენციების გაძლიერებაზე, რათა მათ შეძლონ შექმნან, განავითარონ და დანერგონ სწავლებისა და განვითარების სისტემური ჩარჩო.


სასწავლო კურსის შედეგები

L&D - ორგანიზაციული სწავლებისა და განვითარების კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • განმარტონ L&D-ის როლი სტრატეგიულ ორგანიზაციულ კონტექსტში.  ისწავლიან როგორ დაუკავშირონ L&D ინიციატივები კომპანიის მთავარ ბიზნეს-მიზნებსა და KPI-ებს;
  • მართონ სწავლების სრული ციკლი 360°-ით: დაეუფლონ პროცესს იდეიდან შედეგამდე - სიღრმისეული დიაგნოსტიკიდან და საჭიროებების ანალიზიდან (TNA) დახვეწილი შეფასების სისტემებამდე. შექმნან შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამები;
  • შექმნან მაღალშედეგიანი სასწავლო არქიტექტურა: მონაწილეები შეძლებენ გამოიყენონ დაგეგმვისა და ორგანიზების თანამედროვე მოდელები რათა შექმნათ პროგრამები, რომლებიც არა მხოლოდ ინფორმაციას გასცემს, არამედ რეალურად ცვლის თანამშრომელთა ქცევას (ADDIE, 70-20-10, Kirkpatrick და სხვ.);
  • შეიმუშაონ საკუთარი ორგანიზაციისთვის Learning & Development-ის სტრატეგიის ან სამოქმედო გეგმის კონცეფცია, რომლის დანერგვასაც პრაქტიკაში შეძლებენ.


სასწავლო კურსის მოთხოვნები

პროგრამა შექმნილია  HR პროფესიონალებისთვის, L&D მენეჯერებისთვის, გუნდის ლიდერებისთვისა და ყველასთვის, ვისაც სურს მართოს და განავითაროს პროცესები სტრატეგიულ დონეზე.

რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

ვიდეო კონტენტის შექმნა

ვიდეო კონტენტის შექმნის კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს საჭირო ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რათა შეძლონ მაღალი ხარისხის, ეფექტური მოკლე ვიდეო კონტენტის შექმნა სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმისთვის.

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსი

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს ინტერიერის დიზაინისა და 3D ვიზუალიზაციის მიმართულებით პრაქტიკული და პროფესიული მუშაობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ინტერიერის დიზაინის ძირითად პრინციპებს, სივრცის დაგეგმარებას, მასალებისა და განათების შერჩევას, ტექნიკური ნახაზების მომზადებას, Archicad-სა და 3ds Max-ში მუშაობას, 3D მოდელირებას, ფოტორეალისტური რენდერების შექმნასა და Photoshop-ში პოსტპროდაქშენს.

AI - ხელოვნური ინტელექტის კურსი პრაქტიკაში

AI - ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში კურსის მიზანია მსმენელებს მისცეს ფუნდამენტური და პრაქტიკული ცოდნა უახლესი გენერატიული AI მოდელების შესახებ. მონაწილეები სიღრმისეულად შეადარებენ ChatGPT, Claude, Gemini-სა და Grok-ს, დაეუფლებიან პრომპტ ინჟინერიის მოწინავე ტექნიკებს და ისწავლიან სამუშაო ამოცანებისთვის საუკეთესო მოდელების შერჩევას.

ყველა კურსი