რატომ უნდა იცოდე ფინანსების მენეჯმენტი თუ მართავ კომპანიას ან პროექტს

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

✨  24 სექტემბერს, 20:30 საათზე გიწვევთ უფასო მასტერკლასზე: რატომ უნდა იცოდე ფინანსების მენეჯმენტი თუ მართავ კომპანიას ან პროექტს

📌 დავით ხაჩიძე მოგვიყვება, რატომ არის აუცილებელი, კომპანიის მმართველი რგოლის წარმომადგენელს ჰქონდეს ფინანსების მენეჯმენტის საბაზისო უნარები და როგორ უნდა მოახერხოს მან შესაბამისი ცოდნის დაუფლება

📌 ფინანსების მართვა მოიცავს ხარჯების სწორად დაგეგმვას, პრობლემების დროულ იდენტიფიკაციას, ანალიზს და ა.შ. ლექციაზე იმ ყველა საჭირო ასპექტს მიმოვიხილავთ, რისი ცოდნაც კომპანიისა თუ პროექტის მენეჯერებს სჭირდებათ

?‍♂️ ვინ არის დავით ხაჩიძე?

? დავით ხაჩიძეს აქვს ქართული და უცხოური კომპანიების მართვის მდიდარი გამოცდილება და ამჟამად არის KTW ჯგუფის ფინანსური დირექტორი

? ცოტა ხნის წინ კომპანია ,,ციტადელში'' საერთაშორისო ბიზნეს განვითარების დირექტორის პოზიციას იკავებდა;

? ასევე, იკავებდა ქართული სამშენებლო კომპანიის CMD-Fortex-ის ფინანსური და ადმინისტრაციული დირექტორის პოზიციას

? 2013-2016 წლებში იყო საიუველირო კომპანია ზარაფხანას გენერალური დირექტორი

? 2016-2018 წლებში იყო ქართულ-გერმანული სამედიცინო ცენტრის, ,,მრჩეველი - ლიმბახის'' დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი

? 2019-2020 წლებში მუშაობდა ავსტრიაში, ნავთობ-პროდუქტების საერთაშორისო სავაჭრო ჰოლდინგში - United Energy Commodities GmbH გლობალური ფინანსური დირექტორის პოზიციაზე

? დავითი ასევე არის ილიას სახ. უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, სადაც სამაგისტრო კურსზე კითხულობს კომპანიის შეფასების და ფინანსური მენეჯმენტის ლექციებს

📌 დარეგისტრირდი შეხვედრაზე და შეინახე დასწრების ბმული

 


რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

HR ადმინისტრირება პრაქტიკაში

HR ადმინისტრირების კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს პრაქტიკული ცოდნა და უნარები ორგანიზაციაში HR პროცესების სწორად ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის. სტუდენტები გაეცნობიან HR პოლიტიკებისა და პროცედურების შექმნის, თანამშრომელთა დოკუმენტაციის მართვისა და შრომითი ურთიერთობების ადმინისტრირების ძირითად პრინციპებს.

კრეატიული პროექტების მართვის კურსი

კრეატიული პროექტების მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს შეასწავლოს პროექტების მართვის საფუძვლები სარეკლამო და საკომუნიკაციო სფეროში, რათა შეექმნათ სისტემური წარმოდგენა პროექტის ციკლზე ბრიფიდან შესრულებამდე.

PAYROLL-ის პრაქტიკული კურსი: სრული ციკლი გამოთვლებიდან რეპორტებამდე

PAYROLL-ის პრაქტიკული კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს პრაქტიკული ცოდნა და უნარები Payroll-ის (შრომის ანაზღაურების) სისტემის დაგეგმვის, გამოთვლისა და მართვის შესახებ. მონაწილეები გაიცნობენ Payroll-ის სრულ ციკლს - შემომავალი დოკუმენტაციიდან საბოლოო ანგარიშსწორებამდე, ისწავლიან ხელფასის კომპონენტების სტრუქტურირებასა და კანონმდებლობის გათვალისწინებას.

რეკრუტინგის მენეჯმენტი და პრაქტიკა

კურსის მიზანია მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება და ცოდნა, რომელიც დაგეხმარებათ დასაქმდეთ უმცროსი რეკრუტერის პოზიციაზე ნებისმიერ ორგანიზაციაში.

ყველა კურსი