AI ციფრული მარკეტერის ყოველდღიურობაში

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

📌 6 თებერვალს, 20:00 საათზე სმარტ აკადემია გიწვევთ უფასო მასტერკლასზე - "AI ციფრული მარკეტერის ყოველდღიურობაში" 

*  მსმენელი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას იმ დონეზე, რომ შეძლოს ინგლისურენოვანი მასალის წაკითხვა და გარჩევა.


ლექტორის შესახებ

  • ანა გოგავა არის ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი / პერფორმანს მარკეტერი 4 წელზე მეტი გამოცდილებით. ამჟამად ის კრეატიული სააგენტო Hans & Gruber-ის ციფრული დეპარტამენტის ჰედია;
  • მას უთანამშრომლია ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Coca-cola, Subway, Wendy’s, Dunkin’, Avon, Nestle, Mondelez, Samsung, KIA, Porsche, USA Embassy და სხვა ლოკალური და საერთაშორისო კომპანიები;
  • 2021 – 2022 წლებში ანა სააგენტოს Pro-Media-ს, ხოლო 2022-2023 წლებში სააგენტო AdsomeFish-ის ციფრული გუნდების ხელმძღვანელი იყო, სადაც Dentsu-სა და Mediacom-ის საერთაშორისო პროექტებზე მუშაობდა;
  • Freelance პროექტების ჭრილში ანა მუდმივად თანამშრომლობს სხვადასხვა ლოკალურ და უცხოურ კომპანიებთან. მისი ყველაზე მსხვილი ფრილანს პროექტი ამერიკული ძვირადღირებული საათების მაღაზია Watch My Diamonds-ია, სადაც ის e-commerce-ის მიმართულებით, პერფორმანს მარკეტინგზე მუშაობს.
დარეგისტრირდი ონლაინ მასტერკლასზე და შეინახე დასწრების ბმული ? 


რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

სოციალური მედია ედვერთაიზინგის კურსი

კურსის მიზანია მოამზადოს ედვერთაიზერი, რომელიც დაგეგმავს სარეკლამო სტრატეგიას სოციალური მედიისთვის, შექმნის სხვადასხვა ტიპის რეკლამას წამყვან სოციალურ არხებში და გააანალიზებს და გააუმჯობესებს შედეგებს.

PAYROLL-ის პრაქტიკული კურსი: სრული ციკლი გამოთვლებიდან რეპორტებამდე

PAYROLL-ის პრაქტიკული კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს პრაქტიკული ცოდნა და უნარები Payroll-ის (შრომის ანაზღაურების) სისტემის დაგეგმვის, გამოთვლისა და მართვის შესახებ. მონაწილეები გაიცნობენ Payroll-ის სრულ ციკლს - შემომავალი დოკუმენტაციიდან საბოლოო ანგარიშსწორებამდე, ისწავლიან ხელფასის კომპონენტების სტრუქტურირებასა და კანონმდებლობის გათვალისწინებას.

კრეატიული პროექტების მართვის კურსი

კრეატიული პროექტების მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს შეასწავლოს პროექტების მართვის საფუძვლები სარეკლამო და საკომუნიკაციო სფეროში, რათა შეექმნათ სისტემური წარმოდგენა პროექტის ციკლზე ბრიფიდან შესრულებამდე.

მენტორინგის პროგრამა - სტრატეგიული HR: თანამშრომლების შეფასების სისტემები და სამოტივაციო სქემები

პერფორმანსის მართვის კურსის ერთ-ერთი მიზანია HR-ებმა და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების ხელმძღვანელებმა მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა HR-ის სტრატეგიული საკითხების შესახებ, რომლებიც მათ დაეხმარება შეფასების სისტემების დანერგვაში, სამოტივაციო სქემების აწყობაში, თანამშრომლების განვითარების გეგმების გაწერასა და კომპანიაში კონსტრუქციული უკუკავშირის კულტურის ჩამოყალიბებაში. უმთავრესი მიზანია, ეს ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში და კურსის განმავლობაში, მათ მიერ შერჩეულ მიმართულებაში, მენტორების დახმარებით, შეიმუშაონ/დანერგონ ყველა ის საკითხი, რასაც ისწავლიან თეორიაში.

ყველა კურსი