პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია

ღირებულება 2450 ₾ 2100 ₾

განვადებით თვეში 66 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით. 

კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტის ფარგლებში ტესტირების ყველა ეტაპზე ჩაერთონ - დაწყებული მოთხოვნების ანალიზიდან, მენუალ ტესტირების გეგმის/სტრატეგიის შექმნით და პროცესის წარმართვით, დასრულებული ტესტ ავტომატიზაციის საჭიროების განსაზღვრით, მისი დანერგვით და ავტომატიზირებული ტესტების შექმნით JavaScript -ის გამოყენებით.

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსის შედეგები

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • როგორ წარმართონ ტესტირების პროცესი სხვადასხვა გამოწვევების მქონე პროექტებისთვის;
  • როგორ გააანალიზონ ბიზნეს მოთხოვნები და შექმნან სატესტო დოკუმენტაცია;
  • რა მეთოდები, მიდგომები და ტექნიკები გამოიყენონ, როგორც ვებ საიტების ტესტირების დროს, ასევე, მობილური აპლიკაციების (Android / iOS) და API -ის შემთხვევაში;
  • ციფრული პროდუქტების განვითარების საფეხურებსა და ტესტირების როლს თითოეულ ეტაპზე;
  • რისკების ანალიზსსა და მათი მენეჯმენტის ტექნიკებს;
  • სწორი შეფასებების მიწოდებას სატესტო დავალებებისთვის;
  • ხარვეზების მენეჯმენტსა და სასიცოცხლო ციკლს;
  • SDLC პოპულარულ მოდელებსა და მათ განსხვავებებს და საჭიროებებს;
  • Agile/Scrum მეთოდოლოგიის მთავარ საფუძვლებს;
  • ეფექტური ტესტ ქეისების მოფიქრებასა და შედგენას ტესტირების ტექნიკების გამოყენებით;
  • სატესტო მონაცემების (Test Data) მომზადება მონაცემთა ბაზების დახმარებით;
  • ტესტირების პროცესში ყველა საჭირო დოკუმენტის შექმნას;
  • განსაზღვრონ ტესტ ავტომატიზაციის საჭიროებები;
  • ავტომატიზირებული ტესტების შექმნას JavaScript -ის გამოყენებით;
  • პროექტში ჩართვას ტესტირების ყველა ეტაპზე.

სასწავლო კურსის მოთხოვნები

  • ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე - (B1+) საკითხავი მასალების დამუშავებისთვის;
  • კარგი ანალიტის უნარი და მზადყოფნა სალექციო პრაქტიკულ დავალებებში ჩართულობისთვის;
  • უნდა იყო თვითგანვითარებაზე ორიენტირებული და შეგეძლოს დამატებითი მასალების გარჩევა;
  • მომხმარებლის დონეზე თავისუფლად შეგეძლოს მობაილ და ვებ აპლიკაციების გამოყენება.


რეგისტრაცია ➜

შეფასებები

ხატია ძიძარია

ციფრული პროგრამის აქმის უნარი კურსის გავლისას სულ სხვა კუთხიდან ჩამომიყალიბდა. დავიწყე მისი შეფასება უფრო ღრმად და საფუძვლიანად. ზოგადად ამ კურსმა რადიკალურად შცვალა ჩემი ხედვა .

მარიამ ბერიძე

კურსმა უფრო გამიღრმავა ინტერესი ტესტირების მიმართ და, რა თქმა უნდა, მომცა საკმარისი ცოდნა და უნარები იმისთვის, რომ თავისუფლად შევაბიჯო ჩემთვის ახალ სფეროში. ბევრად მეტი ინფორმაცია და რჩევა მივიღე, ვიდრე ველოდი.

სალომე ენდელაძე

 კურსი იყო დაორგანიზებული ისე, რომ რამის ძებნა არ დაგვჭირვებოდა და ყველაფერი მარტივად ხელმისაწვდომი იყო. შინაარსობრივად საკმაოდ დატვირთული და ვრცელი იყო, ყოველთვის მზად იყო დახმარებისთვის და ჩართული იყო სწავლის პროცესში არასალექციო დროსაც. ყველაფერი ახსნილი იყო გასაგებად და გამყარებული სავარჯიშოებით.

ანონიმური შეფასება

თაკო არის ძალიან მოტივირებული და საინტერესო ლექტორი. კურსის განმავლობაში მაქსიმალურად იყო ორიენტირებული საკითხის კარგად გააზრებაზე. ცდილობდა ყველა კითხვაზე გაეცა პასუხები და ლექციები წარემართა ყველასთვის გასაგებად.

გიორგი ალადაშვილი

კურსი იყო ძალიან საინტერესო და მომცა სრულყოფილი ცოდნა პროფესიასთან დაკავშირებით. თაკო არის თავისი საქმის პროფესიონალი და სრულყოფილად შეგვასწავლა და შეგვაყვარა ჩვენი პროფესია.მოგვცა დეტალური ინფორმაცია ჩვენი პროფესიის შესახებ და დაგვეხმარა, რომ ჩვენი უნარებით შევძლოთ და გავხდეთ ჩვენი საქმის პროფესიონალები.

ინა ქომოშვილი

 კურსი ძალიან კარგად და თანმიმდევრულად იყო აწყობილი ისე, რომ დამწყებისთვისაც შესაფერისი იყო. ძალიან კარგად ხსნის, პასუხობს ყველა კითხვას და მოჰყავს მაგალითები პრაქტიკიდან, რაც უფრო გასაგებს ხდის ახსნილ მასალას.

ანა ართილაყვა

კურსის მიმართ ჩემი მოლოდინები გამართლდა და მეტიც, მოლოდინს გადააჭარბა. სწავლის პროცესი დატვირთული იყო როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილით.  სრულად

ალექსი ქარჩაიძე

კურსი ძალიან ინფორმაციულია, თუ დაურთავ შრომის მოყვარეობას და დამოუკიდებლად ცოდნის გაღრმავების უნარს სავსებით საკმარისია. ლექტორი ერთ-ერთ საუკეთესოა რადგან ბევრ მასტერკლასს დავესწარი სანამ აქ მოვიდოდი. ძალიან მიხარია, რომ ავირჩიე ეს პროგრამა

ნინო ღუღუნიშვილი

ძალიან კმაყოფილი ვარ და დიდ მადლობას ვუხდი მთელ გუნდს ჩადებული ძალისხმევისთის. ძალიან კარგი, მეგობრული და პროფესიონალი ლექტორები გვყავდა.

ნინო შონია

კურსმა გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს. ვიღებდი ამომწურავ პასუხებს ყველა კითხვაზე გასაგებ ენაზე მაგილითების განხილვით და სრულიად ამომწურავი იყო ლექტორის მხრიდან. ვუწევ რეკომენდაციას 100%-ით.

ანონიმური შეფასება

დიდი მადლობა ამ კურსისთვის, ნამდვილად გაამართლა ჩემი მოლოდინები. განსაკუთრებით ლექტორი იყო ზედმიწევნითი გადმოცემისა და ახსნის უნარით, მისი დამსახურებაა სრულიად რომ პერსონალურად მე, რომელსაც აქამდე არ მქონდა შეხება სფეროსთან, შევძელი მიზნისთვის მიმეღწია.

ირაკლი ოსაძე

 კურსის შინაარსი და ტექნიკური ნაწილი ნათლად და კარგად იყო ორგანიზებული. ლექტორი იყო ძალიან ყურადღებიანი და არ გადადიოდა ახალ თემაზე, მანამ სანამ არ დარწმუნდებოდა, რომ ყველა სტუდენტს ესმოდა საკითხი. ასევე გვიზიარებდა მის გამოცდილებას და გვაძლევდა ძალიან მნიშვნელოვან რჩევებს. 

ბექა ნოზაძე

,,სრულ რეკომენდაციას ვუწევ სმარტ აკადემიას და გავლილ კურსს. მეგობრული და პოზიტიური ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფია, რომლებიც ყველანაირ მოტივაციას გაძლევენ შეიძინო ცოდნა და მიაღწიო დასახულ მიზანს. გამომდინარე იქედან, რომ ეს სფერო ჩვენთვის უცხო იყო, ძალიან დიდი თანადგომა იგრძნობოდა მათი მხრიდან. დიდი მადლობა მთლიან გუნდს ამ გამოცდილებისთვის და პოზიტიურად განვლილი კურსისთვის. ვფიქრობ, ახლო მომავალში აუცილებლად დავუბრუნდები სმარტ აკადემიას.’’

ანონიმური შეფასება

კურსი იყო საუკეთესო საუკეთესოთა შორის, რაც კი ოდესმე გამივლია. თაკოს სწავლის მეთოდი არის აბსოლუტურად გასაგები და ადვილად ასათვისებელი ნებისმიერი მონდომებული ადამიანისთვის.

ანონიმური შეფასება

კურსი სრულად აკმაყოფილებს ნებისმიერ სტანდარტს რაც კი სილაბუსშია მოცემული, მისი ტექნიკური თუ შინაარსობრივი კუთხით. კონკრეტული კურსის დროს მივიღე კონკრეტული სპეციალობის შესაბამისი, სრულფასოვანი ცოდნა. ლექტორიც ნებისმიერ საკითხს ხსნის ამომწურავად და გასაგებად.

დავით ახალაძე

,,კურსი საკმაოდ კარგი იყო. ვფიქრობ ზუსტად ის ცოდნა მომცა, რაც მჭირდებოდა. თაკო ენერგიული და ყურადღებიანი ლექტორია, რასაც ძალიან ვაფასებ. იგი თავისი საქმის პროფესიონალია. ვფიქრობ, თაკო უძლიერესია თავის სფეროში და მას კონკურენტი არ ჰყავს.სმარტ აკადემიასთან ურთიერთობა საკმაოდ საინტერესო იყო. ბევრი ახალი უნარი და ცოდნა შევიძინე. რეკომენდაციას ვუწევ და აუცილებლად გავაგრძელებ მათთან თანამშრომლობას.’’

ანონიმური შეფასება

 მადლობა ლექტორებს და სმარტ აკადემიას! ასევე მადლობა ლექტორებს  დამატებითი ლექციებისთვის,რომლებიც მართლაც საჭირო და დამხმარე იყო ჩვენთვის.

ირაკლი ოსაძე

ლექტორი იყო ძალიან ყურადღებიანი და არ გადადიოდა ახალ თემაზე მანამ, სანამ არ დარწმუნდებოდა რომ ყველა სტუდენტს ესმოდა საკითხი. ასევე გვიზიარებდა მის გამოცდილებას და გვაძლევდა ძალიან მნიშვნელოვან რჩევებს.

მარიამ მეგრელიშვილი

 მართლა საოცრად კარგი ლექტორია თაკო და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მასთან კურსის გავლა იძლევა არა მხოლოდ შესაბამისი ცოდნის მიღების საშუალებას, არამედ სრული მხარდაჭერის მიღების შანსს. ძალიან გამიმართლა, რომ სუპერ პროფესიონალი, არაჩვეულებრივი ლექტორი და ადამიანი შემხვდა თქვენს კურსზე  <3 მიხარია, რომ სმარტ აკადემია ავირჩიე <3

ნინუცა სიხარულიძე

სრულად ამომწურავი იყო კურსი ჩემთვის. მოლოდინსაც კი გადააჭარბა. ყოველ კითხვაზე ვიღებდი პასუხს ლექტორებისგან. მივიღე შესაბამისი ცოდნა როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული. სრულად გამართული იყო კურსი ტექნიკურადაც და შინაარსობრივადაც. 

ანონიმური შეფასება

კურსი შინაარსობრივად იყო ძალიან დატვირთული და საინტერესო, ამასთანავე გვქონდა პრაქტიკული მუშაობის დღეები, რომლებიც ძალიან საჭირო აღმოჩნდა, რადგან პრაქტიკული სამუშაო მეხმარებოდა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამომეყენებინა.

ზვიადი ეზუგბაია

ლექტორი თავის საქმის უდავო პროფესიონალია და იცის როგორ მიუდგეს თითოეულ მის სტუდენტს, რომ მაქსიმალურად გასაგებად და ამომწურავად მიაწოდოს ინფორმაცია. უმაღლესი შეფასება ჩემგან!

ნიკოლოზ ვარამაშვილი

 ურსი ნამდვილად შეესაბამება სილაბუსს და ზოგ შემთხვევაში აჭარბებს კიდეც სტუდენტის მოლოდინს. როგორც ტექნიკური, ასევე შინაარსობრივი მხარე მაღალ დონეზეა უზრუნველყოფილი! 

ალექსი ქარჩაიძე

კურსმა სრულად გაამართლა ჩემი მოლოდინები დმეხმარა ცოდნის სტრუქტურირებაში დ ტესტირების შიდა პროცესებში უფრო გარკვევაში. თკო ძალიან მაგარი ადამიანი და მასწავლებელია. ნამდვილად გამიხარდა, რომ ეს პროგრამა ავირჩიე და არა სხვა.

ანონიმური შეფასება

ყველაფერი იყო იდეალური შეფერხებების გარეშე. მიღებული ცოდნა იყო ამომწურავი და გადმოცემული იყო ყველასთვის გასაგებად.

ანონიმური შეფასება

ვფიქრობ რომ, ყველაფერი კარგად იყო დაორგანიზებული. ლექტორი გასაგებად ხსნიდა მასალას, არ იზარებდა თავიდან ახსნასა და გამეორებას.

ზურა ნატროშვილი

კურსი კარგად იყო გაწერილი დროში, დავალებების და ფინალური პროექტის შესასრულებლად საკმარისი დრო იყო მოცემული. ასევე, მანუალი და ავტომატიზაცია კარგად იყო დაბალანსებული.

ქეთო გარიშვილი

,,მადლობა მთელ გუნდს აქტიური ჩართულობისა და გულისხმიერებისთვის. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ლექტორს - თაკოს. იგი საკუთარი საქმის პროფესიონალია და არაჩვეულებრივად გადმოსცემს აღნიშნულს. გარდა ამისა, თაკოს აქვს უნარი გაგიზარდოს მოტივაცია და გაგიღვივოს სურვილი - იყო ბევრად უკეთესი. გისურვებთ წარმატებებს.’’

დიტო ხასაია

შესანიშნავი ახსნისა და გადმოცემის უნარს ფლობს თაკო. საინტერესო ლექციები გამოვიდა.

ანი კირკიტაძე

კურსის ფარგლებში გასავლელი მასალა საკმაოდ მსუყეა, თუმცა დროში ეფექტურად არის გაწერილი. ლექტორები მაქსიმალურად გვეხმარებოდნენ, რომ არცერთი საკითხი არ დარჩენილიყო ბუნდოვანი. ლექციები იყო მაქსიმალურად ინტერაქტიული და საინტერესო.

ანა ღვალაძე

ლექტორი არის ძალიან დადებითი და პოზიტიური. უმარტივესი ენით ხსნის, გამორიცხულია მისი ახსნილი ვერ გაიგო,

ლაშა ჯანჯღავა

,,სასწავლო პროგრამა თანმიმდევრულად ასახავს იმას, თუ რა შეიძლება გამოგვადგეს სამომავლოდ. ამ კურსის განმავლობაში განვავითარე კრიტიკული აზროვნება, ვისწავლე სწორი კითხვების დასმა. ყველანაირი გარემოა შექმნილი, რომ სტუდენტებმა თავიანთი კითხვებით საკუთარი თავი წარმოაჩინონ. რაც მთავარია, ჩვენს თითოეულ შეკითხვაზე ლექტორი ამომწურავ პასუხს გვცემდა.’’ სრულად

ლევან შონია

ლექციები ინფორმაციული და დროში სწორად გაწერილი იყო, თაკო კი კვალიფიციური სპეციალისტია და გამოცდილი სტუდენტებთან ურთიერთობაში. 

თამარი ხინტკირია

კურსი არის საინტერესო , დინამიური. ლექტორები სრულფასოვნად ხსნიდნენ მასალას და მაქსიმალურად უთმობდნენ სტუდენტებს დროს რათა ყველას ბოლომდე გაეგო საკითხი. ტექნიკურ ნაწილში სწავლის დროს არ მქონია ხარვეზები. თაკო სრულფასოვნად და გასაგებად ხსნიდა მასალას, ლექციები არ იყო მოსაწყენი და დამღლელი.ლიდა ასევე სრულფასოვნად ხსნიდა მასალას, ყველა დონის სტუდენტისთვის გასაგებ ენაზე. არის მომთმენი <3 და მაქსიმალურად ცდილობს ყველამ გაიგოს მასალა და არავინ ჩამორჩეს.

გია გორელიშვილი

 ტექნიკურად საკმაოდ მარტივად გასაგებად იყო შედგენილი კურსი და შინაარსობრივადაც საინტერესო იყო. თაკო საკმაოდ კვალიფიციური ლექტორია. მარტივად ხსნიდა ყველაფერს და ეფექტურად.


სხვა კურსები

გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანია ამ სფეროში მომუშავე და დამწყებ დიზაინერებს ასწავლოს დიზაინის გამართულად აგების ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის სწორად გამოყენება და ტექსტთან, ფერებთან და ვიზუალურ ელემენტებთან მუშაობის კულტურა.

Data Analytics & BI Development (SQL & Power BI)

კურსის მიზანია მსმენელმა შეისწავლოს მონაცემთა ანალიტიკა, ბაზებთან მუშაობის პრინციპები MSSQL ენის გამოყენებით და ინფორმაციის ვიზუალიზაცია BI ხელსაწყოების მეშვეობით.

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედიის მარკეტინგის კურსი აგებულია სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხურიანი მოდელის ირგვლივ, შესაბამისად, სასწავლო მასალა არის თანმიმდევრული და ლოგიკური, ხოლო სტუდენტს ეძლევა საშუალება ააწყოს ისეთი სოციალური მედია სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც მიაღწევს სასურველ მარკეტინგულ მიზნებს.

BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON

BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს პითონის ენის და პროგრამირების საბაზისო უნარები.

ყველა კურსი