პროფესია: ინტერიერის დიზაინერი

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

📌 4 ნოემბერს, 20:00 საათზე, სმარტ აკადემია გიწვევს ღია ლექციაზე: ,,პროფესია: ინტერიერის დიზაინერი''

📌 ლექციაზე გაიგებ, რატომ არის ინტერიერის დიზაინერის პროფესია ასეთი მოთხოვნადი და რა არის აუცილებელი ამ სფეროში მუშაობის დასაწყებად

☀️ ლელი შევჩენკო მიმოიხილავს თავის კარიერულ მოგზაურობას და გვიამბობს როგორ გახდა ინტერიერის დიზაინერი

📌 ის ასევე ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე:

📌 რატომ უნდა ჰქონდეს დამწყებ სპეციალისტს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა

📌 დასაქმების რა შესაძლებლობები აქვთ ინტერიერის დიზაინერებს

📌 რა არის ის უნარები და ინტერესები, რაც უნდა ჰქონდეს ინტერიერის დიზაინერს

?‍♀️ ვინ არის ლელი შევჩენკო?

ლელი შევჩენკო სტაბილურად თანამშრომლობს „ავერსი“-ს კლინიკების ქსელთან - არქიტექტორად, ინტერიერის დიზაინერად და სივრცის დაგეგმარების სპეციალისტად

📌 მის პორტფოლიოში არის 30-მდე კლინიკის პროექტირება-დიზაინი მათ შორის: „დ. ერისთავის სახელობის ქირურგიიის ეროვნული ცენტრი“, ამავე ცენტრის სხივური თერაპიის, რადიოლოგიის და ონკოლოგიის დეპარტამენტები, „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“, ამავე კლინიკის პედიატრიული  განყოფილება და სხვა

📌 ლელი მუშაობდა ძველი თბილისის არქიტექტურულ ძეგლებზე (კონსერვაცია, არქიტექტურული პროექტები, კვლევების წარმოება) კომპანიაში „მეიდან ჯგუფი“: ქარვასლის კონსერვაციის პროექტი, სასტუმრო ერეკლე II-ის მოედანზე, სასტუმრო მეიდანზე და ა.შ;

📌 ლელი თანამშრომლობს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან“. მან დააპროექტა მედიათეკა - ბიბლიოთეკის შენობა და ინტერიერი, უნივერსიტეტის აუდიტორიების, ბიზნეს ფაკულტეტის, იურიდიული და სამედიცინო დეპარტამენტის სივრცეები;

📌 ლელი შევჩენკოს ასევე აქვს კერძო სექტორში მუშაობის აქტიური გამოცდილება. მან შექმნა 300-ზე მეტი კერძო ობიექტის არქიტექტურული პროექტი და დიზაინი;

📌 ლელის აქვს პედაგოგიკის გამოცდილება გრაფიკული პროგრამების სწავლებაში;

📌 იგი არის თეატრის მხატვრობის ბაკალავრი და არქიტექტურის მაგისტრი;

📌 ლელი შევჩენკო არის საკუთარი საპროექტოს დირექტორი და მთავარი აქრქიტექტორი - https://www.facebook.com/leli.shevchenko

📌 დარეგისტრირდი შეხვედრაზე და შეინახე დასწრების ბმული:


კონსულტაციისთვის დამიკავშირდი 591 67 00 67

რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

HR ადმინისტრირება პრაქტიკაში

HR ადმინისტრირების კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს პრაქტიკული ცოდნა და უნარები ორგანიზაციაში HR პროცესების სწორად ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის. სტუდენტები გაეცნობიან HR პოლიტიკებისა და პროცედურების შექმნის, თანამშრომელთა დოკუმენტაციის მართვისა და შრომითი ურთიერთობების ადმინისტრირების ძირითად პრინციპებს.

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედიის მარკეტინგის კურსი აგებულია სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხურიანი მოდელის ირგვლივ, შესაბამისად, სასწავლო მასალა არის თანმიმდევრული და ლოგიკური, ხოლო სტუდენტს ეძლევა საშუალება ააწყოს ისეთი სოციალური მედია სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც მიაღწევს სასურველ მარკეტინგულ მიზნებს.

პროექტების მართვა - PMP

პროექტების მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს მიაწოდოს პროექტების მართვის გამოცდის სამი ძირითადი დომეინის: ადამიანების, პროცესებისა და ბიზნეს გარემოს მართვის შესახებ ცოდნა. კურსის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად შეისწავლიან პროექტის მართვის სხვადასხვა მიდგომებს (Waterfall, Agile, Hybrid), პროექტის მართვის ციკლის თითოეული ფაზის და შესაბამის ფაზაზე გამოყენებული ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციას. ამასთან, კურსის მიზანია PMP სერტიფიცირებისთვის აუცილებელი საკვანძო კონცეფციების, პროცესებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ მყარი თეორიული საფუძვლის შექმნა.

ყველა კურსი