ზოგადი მენეჯმენტი და გაყიდვების მართვის კურსი

ღირებულება 1600 ₾ 1400 ₾

განვადებით თვეში 44 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

 ზოგადი მენეჯმენტისა და გაყიდვების მართვის კურსი სტუდენტებს სთავაზობს სრულყოფილ ცოდნას მენეჯმენტის ყველა ასპექტის შესახებ. კურსი გამდიდრებულია პრაქტიკული დავალებებით, რეალური მაგალითებითა და მასალებით. კურსის მიმდინარეობისას სტუდენტებს ექნებათ ჯგუფებში კოლაბორაციისა და ბრეინშტორმინგის შესაძლებლობა, რათა გაუმკლავდნენ სხვადასხვა გამოწვევებს.

კურსის შედეგები:

კურსის მსმენელები ისწავლიან:

  • მენეჯმენტის საფუძვლებსა და ძირითად ფუნქცია-მოვალეობებს;
  • პრობლემის იდენტიფიცირებასა და გამომწვევი მიზეზების დადგენას;
  • ფასწარმოქმნის მეთოდებს;
  • მოტივაციის საფუძვლებს;
  • ორგანიზაციული ცვლილების საფუძვლებსა და წინააღმდეგობის მართვის ტექნიკებს.

კურსის მსმენელები შეძლებენ:

  • მიზნების სწორად დასახვასა და მათ კონტროლს;
  • ROI, ROA, ROE, IRR, BEP და ა.შ. გამოთვლას;
  • ფინანსური უწყისების გარჩევას;
  • როგორც შიდა, ისე გარე გარემოს ანალიზის გაკეთებას;
  • გადაწყვეტილების მიღების პროცესის მართვას;
  • სწორი უკუკავშირის მიცემას;
  • გაყიდვების სწორად დაგეგმვასა და მართვას.

რეგისტრაცია ➜

შეფასებები

ნუკი კოშკელი

ბატონი დავითი არის მცოდნე და კომპეტენტური ადამიანი თავის საქმეში. აქვს საინტერესო გადმოცემის უნარი, ამიტომ სრულყოფილად გვაცნობდა ჩვენთვის უცხო თემებს და კითხვების შემთხვევაში შესაძლებლობა გვქონდა მიგვეღო ამომწურავი პასუხები. არის ძალიან მეგობრული ლექტორი.

მარიამ შარაშანიძე

კურსი იყო იდეალური დამწყები დაინტერესებული ადამიანებისთვის მსგავს სფეროში პირველი ნაბიჯების გადასადგმელად. გამოვყოფდი ლექტორის განსაკუთრებულ პროფესიონალიზმსა და სტუდენტების მიმართ მხარდაჭერას, ასევე სმარტ აკადემიის გუნდიდან ანა მდივნიშვილის მხარდაჭერასა და პროფესიონალიზმს. ძალიან დიდი მადლობა მთელ გუნდს.

ანა გოგოშვილი

კურსის გავლის შემდეგ მიღებულ გამოცდილებას გამოვიყენებ გაყიდვების პროცესის გაუმჯობესებისთვის. ასევე, სამუშაო პროცესის უკეთ დასაგეგმად, რაც შეამცირებს იმ ხარვეზებს, რაც შეიძლება ამ ეტაპზე არსებობდეს მენეჯმენტის ნაწილში. სრულად

ლიზი ევგენიძე

 ძალიან კმაყოფილი ვარ, მინდა ყველას გადავუხადო მადლობა ყველაფრისთვის! ლექტორის ძალიან მადლობელი ვარ. 

ანა ნასიძე

დავითს კარგი გადმოცემის უნარი აქვს, დეტალურად განიხილავდა ჯგუფთან ერთად ყველა საკითხს. ყურადღებით ეკიდებოდა თვითოეულ ჩვენგან. ძალიან კმაყოფლი ვარ.

ანონიმური შეფასება

საუკეთესოები ხართ და მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია სმარტ აკადემიაზე. იგრძნობა თქვენი ნებისმიერი თანამშრომლის დიდი სიყვარული საქმისადმი და მინდა ბევრი წარმატება გისურვოთ. ლექტორი კი, თავის საქმის პროფესიონალია.

მატა ჟამერაშვილი

კურსის შინაარსობრივ მხარეზე გეტყვით, რომ ნამდვილად სწორად და მიზნობრივად არის გაწერილი თემები. საკმაოდ სიღრმისეული და პრაქტიკული იყო. კურსზე პრაქტიკულ ნაწილსაც დიდი დრო ეთმობოდა, რამაც უფრო მეტად მოგვცა შესაძლებლობა, რომ მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოგვეყენებინა. 

ანა ლორთქიფანიძე

დავითი არის არაჩვეულებრივი ლექტორი და პიროვნება. აღფრთოვანებული ვარ მისი კურსით და სიამოვნებით დავესწრებოდი კიდევ ჩემთვის რელევანტურ კურსებს, რომელსაც ის უხელმძღვანელებდა. დიდი მადლობა დავითს რომ არ იშურებს დროს და ენერგიას თავისი ცოდნის გადმოსაცემად. სანთლით საძებარი ადამიანია მართლა.

ნინო მგელაძე

ვფიქრობ კურსი იყო სრულყოფილი. მივიღე ყველა ის ცოდნა და უნარი, რომლის შესწავლის მოლოდინი მქონდა კურსის დაწყებამდე. ბატონი დავითი თითოეულ თემას სიღრმისეულად და გასაგები ენით აღწერდა, რაც დიდი პლუსია.

ანონიმური შეფასება

ლექტორი იმდენად საინტერესო, გამოცდილი და პროფესიონალია, სიამოვნებით დავესწრებოდი მის სხვა კურსებსაც. 

ნინო გიორგაძე

კურსის განმავლობაში მივიღე როგორც თეორიული ცოდნა ,ასევე განვივითარე მენეჯერისთვის დამახასიათებელი პრაქტიკული მიდგომები. დავითი არაჩვეულებრივი ლექტორია, ძალიან კარგად ხსნიდა და განმარტავდა ყველა თემას, ყველა შეკითხვას ყურადღებით უსმენდა და ვრცლად პასუხობდა.


სხვა კურსები

MS EXCEL მონაცემთა ანალიზისთვის

კურსის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს Excel-ის რთულ ფორმულებს, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეკონომიკური პროცესების ანალიზში.

კრეატიული პროექტების მართვის კურსი

კრეატიული პროექტების მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს შეასწავლოს პროექტების მართვის საფუძვლები სარეკლამო და საკომუნიკაციო სფეროში, რათა შეექმნათ სისტემური წარმოდგენა პროექტის ციკლზე ბრიფიდან შესრულებამდე.

ციფრული მხატვრობა და კონცეპტ არტი

კურსის მიზანია სტუდენტმა გამოიმუშაოს ფუნდამენტური უნარები კონცეპტის დიზაინის შესაქმნელად. გაეცნოს თანამედროვე ტენდენციებს და მიმდინარეობებს კონცეპტ არტის სამყაროში.

Front-end Development with React.JS

კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს React JS-ზე დაფუძნებული მცირე და საშუალო ზომის web აპლიკაციების შექმნა და მოამზადოს სტუდენტი ამ მიმართულებით ჯუნიორ პოზიციაზე დასასაქმებლად.

ყველა კურსი