UX/UI ქოფირაითინგის კურსი

ღირებულება 1090 ₾ 970 ₾

განვადებით თვეში 30 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

UX/UI ქოფირაითინგის კურსის მიზანია სტუდენტებმა დახვეწონ წერის უნარები, ისწავლონ როგორ იწერება სხვადასხვა ტიპის ტექსტი ვებგვერდისთვის, შეძლონ ამოიცნონ მომხმარებლის საჭიროებები და შექმნან შესაბამისი UX ტექსტი, სწორად მოარგონ UX/UI ქოფი ბრენდის მიზანსა და სტრატეგიას.

რას ვისწავლი?

  • ვებგვერდის მიზნებისა და საჭიროებების შეფასებას
  • ბრენდინგ-სტრატეგიის მიხედვით ქოფის შექმნას
  • ვებ-გვერდის ტექსტებზე მუშაობას
  • UI/UX ქოფის შექმნას

რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე? 

  • მსმენელს უნდა ჰქონდეს ქართული გრამატიკის საბაზისო ცოდნა
  • შეეძლოს ინგლისურენოვანი ლიტერატურის წაკითხვა

რეგისტრაცია ➜

შეფასებები

თამო მათნაძე

UX ქოფიში ყველა გზა ქეთი დიასამიძემდე მიდის. ვისაც ამ პროფესიის სწავლა სურს, უნდა გაყვეს ამ გზას.  სრულად

ანონიმური შეფასება

ქეთი საუკეთესო ლექტორია არა მხოლოდ მისი პროფესიონალიზმის, არამედ პიროვნული თვისებების გამოც.

ანა ილურიძე

ამ პროფესიაში მომწონს დამოუკიდებლობა, სადაც შენი არაორდინალური იდეები გეხმარება საუკეთესო შედეგის დადებაში. სრულად

ანონიმური შეფასება

ძალიან გამოცდილი, ყურადღებიანი და საკუთარი საქმის პროფესიონალი არის ქეთი. მის ლექციებზე დასწრება საუკეთესო გამოცდილება იყო.

ციცი ფოცხვერია

 ,,კურსის გავლის შემდეგ ზუსტად ვიცი, რომ მიღებული ცოდნით ჩემს სათქმელს ვიტყვი  ქოფირაითინგის ისტორიაში.’’

მეგი ინწკირველი

UX/UI ქოფირაითინგი არის ინოვაციების, კრეატიულობის, ხელოვნებისა და შემოქმედებითობის ფერადი სამყარო. სრულად

სალომე ჩივაძე

ყოველი ლექცია თავისებურად გამორჩეული იყო. ლექციების უმეტესობა გათვლილია სტუდენტის ჩართულობაზე, რაც უფრო მხიარულსა და საინტერესოს ხდის ლექციებს. სრულად

ელენე ყიფშიძე

განვივითარე კრეატიული აზროვნების, ლაკონიურად წერისა და ინფორმაციის მომხმარებლის თვალით დანახვის უნარები. სრულად

ანონიმური შეფასება

ძალიან მომეწონა ქეთისთან მუშაობა, ბევრი სასარგებლო რამ ვისწავლე და სხვანაირად შევხედე ციფრულ მარკეტინგს. იმედი მაქვს მალე დავიწყებ პროექტებზე მუშაობას.

თამარ ნაზარაშვილი

წერის სურვილი ყოველთვის მქონდა, ეს კურსი დამეხმარა მიმართულება მიმეცა წერის სიყვარულისთვის. ლექტორის, ქეთი დიასამიძის საინტერესო ლექციების წყალობით, კურსი იმაზე კარგი გამოვიდა, ვიდრე ველოდი. სრულად

ანონიმური შეფასება

 კურსმა განმივითარა პროფესიული ხედვა საკითხის მიმართ. დროში ზუსტად იყო გაწერილი სილაბუსი და სრულად მორგებული ჩემს ინტერესებზე.

ანონიმური შეფასება

უზომოდ კმაყოფილი ვარ, ქეთი არის საუკეთესო! 10/10 როგორც განვლილ თეორიულ მასალას, ასევე სასწავლო პროცესსა და ლექტორს.

ანონიმური შეფასება

ეს კურსი იყო ის, რაც მართლა ძალიან დამეხმარა ბევრი ნიუანსის სწავლაში, რაც როგორც UX მწერალს, ასევე კრეატიულ ქოფირაითერს სჭირდება. ნათლად დავინახე ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები, რაზეც კურსის განმავლობაშიც ვიმუშავე ლექტორის დახმარებით და მომავალშიც გავაგრძელებ.

ნუცა ნემსაძე

ქეთისგან მივიღე ძალიან დიდი ცოდნა და მოტივაცია, მნიშვნელოვანი ფიდბექები, ყველა ჩემს კითხვაზე ამომწურავი პასუხი და საერთო ჯამში ძალიან საინტერესო გამოცდილება. სრულად

ქეთი ალავერდაშვილი

კურსი საოცარი გამოცდილებაა. გულწრფელად ვურჩევ ყველა ქოფირაითინგით დაინტერესებულ ადამიანს, რომ საკუთარ თავს ქეთი დიასამიძესთან სწავლის ბედნიერება აჩუქოს.  სრულად

ლევან აფციაური

 ,,ქოფირაითინგში ოსკარი რომ გაიცემოდეს, უბადლოდ პირველივეს ქეთი დიასამიძე მიიღებდა და შემდგომ ეს ტრადიციად ექცეოდა.''

დავით ხურიევი

ეს პროფესია უფრო ხელოვნებაა, ვიდრე მშრალი, ინფორმაციული ტექსტების შედგენა. ფიქრობ კლიენტზე და კლიენტისთვის. სრულად


სხვა კურსები

ფინანსების მენეჯმენტის კურსი

კურსი განკუთვნილია არაფინანსური განათლების მქონე საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისათვის, საბანკო სფეროში დასაქმებულთათვის ან ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს განავითაროს ბიზნესის ფინანსების ეფექტიანად მართვის, კონტროლის ან/და ანალიზის უნარი.

HR მენეჯმენტი პრაქტიკაში

HR მენეჯმენტის კურსის მიზანია სტუდენტები გაეცნონ ადამიანური კაპიტალის მართვის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ადმინისტრაციულ პროცესებს და შესძლონ მათი პრაქტიკაში გამოყენება უნიკალური დავალებებისა და სიმულაციების შედეგად.

კრეატიული პროექტების მართვის კურსი

კრეატიული პროექტების მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს შეასწავლოს პროექტების მართვის საფუძვლები სარეკლამო და საკომუნიკაციო სფეროში, რათა შეექმნათ სისტემური წარმოდგენა პროექტის ციკლზე ბრიფიდან შესრულებამდე.

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

კურსი მორგებულია საქართველოს ბაზარზე სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციის მოთხოვნებს და ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებაზე.

ყველა კურსი