Oracle SQL - მონაცემთა ბაზების საწყისების კურსი
-
- ლექტორი სოსო ბერიძე
-
- შეხვედრები
-
Online
2 თვე, 23 შეხვედრა - 50 სთ
-
ორშაბათი 20:00
ოთხშაბათი 20:00
პარასკევი 20:00
ღირებულება 1790 ₾
განვადებით თვეში
56 ₾-დანOracle SQL - მონაცემთა ბაზების საწყისების კურსის მიზანია მონაწილეებმა საფუძვლიანად შეისწავლონ Oracle Database და რელაციური მონაცემთა ბაზების მუშაობის პრინციპები, SQL ენის გამოყენებით მონაცემების მოძიება, დამუშავება და მართვა. კურსის განმავლობაში სტუდენტები დაეუფლებიან მონაცემთა ბაზის სტრუქტურის დაგეგმვას, query-ების წერას, მონაცემების მანიპულაციას (DML), ობიექტების შექმნა-მართვას (DDL), მომხმარებლებისა და უსაფრთხოების მართვას, ასევე შესრულების ოპტიმიზაციისა და საბაზისო Backup/Recovery კონცეფციებს. სწავლების შედეგად მონაწილეები შეძლებენ დამოუკიდებლად შექმნან და მართონ Oracle მონაცემთა ბაზები, დაწერონ ეფექტური SQL query-ები და გამოიყენონ მიღებული ცოდნა რეალურ პრაქტიკულ ამოცანებსა და პროექტებში.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ:
- გააცნობიერონ რელაციური მონაცემთა ბაზების (RDBMS) პრინციპები და Oracle Database-ის არქიტექტურა;
- განახორციელონ Oracle Database-ის ინსტალაცია, კონფიგურაცია და ადმინისტრირება საბაზისო დონეზე;
- იმუშაონ SQL Developer Tools-ით და გამოიყენონ SQL-ის ძირითადი სტრუქტურები (SELECT, WHERE, GROUP BY, HAVING, ORDER BY);
- შექმნან, შეცვალონ და მართონ მონაცემთა ბაზის ობიექტები — Tables, Views, Indexes, Sequences, Synonyms, Users;
- გამოიყენონ Aggregate და Single-row Functions მონაცემთა ანალიზისა და ანგარიშგებისთვის;
- შექმნან და გამოიყენონ Joins, Subqueries და Set Operators კომპლექსური Query-ების შესაქმნელად;
- განახორციელონ მონაცემთა მანიპულაციები DML ოპერაციებით (INSERT, UPDATE, DELETE, MERGE) და მართონ ტრანზაქციები (COMMIT, ROLLBACK, SAVEPOINT);
- შექმნან და მართონ Constraints (PRIMARY KEY, FOREIGN KEY, CHECK) მონაცემთა მთლიანობის შესანარჩუნებლად;
- განახორციელონ მომხმარებლებისა და უფლებების მართვა (Users, Roles, Privileges) უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
სასწავლო კურსის მოთხოვნები:
- რეგისტრაცია https://www.oracle.com/ მისამართზე (უფასოა)
- ინგლისური ენის ცოდნა საშუალო (B1) დონეზე
ვის შეუძლია კურსის გავლა?
- ნებისმიერს, ვისაც სურს შეიძინოს ცოდნა მონაცემთა ბაზების მიმართულებით