საოფისე პროგრამების საფუძვლების კურსი

ღირებულება 690 ₾

განვადებით თვეში 22 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

კომპიუტერული უნარებისა და საოფისე პროგრამების საფუძვლების კურსის მიზანია სტუდენტს ასწავლოს საინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძვლები საფოსტო, საოფისე და ღრუბლოვან სერვისებში მაიკროსოფტის საოფისე პაკეტის პროგრამების გამოყენებით - კერძოდ: Word, PowerPoint და Excel. ასევე, სტუდენტს შესძინოს მონაცემთა მენეჯმენტის, მანიპულაციისა და დამუშავების უნარები სხვადასხვა სცენარებში.

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • საფოსტო სერვისების მართებული გამოყენება;
  • Microsoft-ის საოფისე პროგრამების Word, PowerPoint, Excel-თან კომფორტულად მუშაობა;
  • ღრუბლოვანი საოფისე სერვისების მართებული გამოყენება;
  • მაიკროსოფტის საოფისე დოკუმენტებში მონაცემების (ინფორმაციის) შექმნა / შენახვა / რედაქტირება / მენეჯმენტი;
  • როგორ იმუშავონ პროექტზე სხვადასხვა დოკუმენტებთან, ილუსტრაციებთან;
  • პრეზენტაციის მომზადება და ექსპორტი;
  • როგორ შექმნან აკადემიური ან კერძო პარამეტრების მქონე დოკუმენტი.

სასწავლო კურსის მოთხოვნები:

  • სასურველია ინგლისურის ცოდნა მინიმუმ A2 დონეზე;
  • კომპიუტერთან მუშაობის ზოგადი გამოცდილება;
  • აუცილებელია Microsoft Office 2019 ან 2021 Word, Powerpoint, Excel;

რეგისტრაცია ➜

შეფასებები

ცირა კახაძე

კურსი ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, გაამდიდრა ჩემი ცოდნა. წარმოდგენაც არ შემეძლო, რომ ექსელი ასეთი საინტერესო და მოქნილი იყო. მასწავლებლებს იმდენი სამუშაო გვაქვს… აქ შეძენილ ცოდნას ყველგან და ყველაფერში ვიყენებ. უღრმესი მადლობა ასეთი ძლიერი ლექტორისა და კურსისათვის. სრულად

ნატალია მელქაძე

ყველაფერი დაზუსტებული და მოწესრიგებული იყო, რაც ზედმეტ კითხვებს აღარ მიჩენდა. ჩვენი ლექტორი იმდენად გასაგებად ხსნიდა ლექციას, რომ უმეტესად კითხვებიც არ გვიჩნდებოდა და მის პირად მაგალითზეც გვიყვებოდა რაღაცებს, რაც გამოგვადგება

ნინო ჭიღლაძე

 ლექტორი დეტალურად ხსნიდა ყველა საკითხს, მაქსიმალურად გასაგები რომ ყოფილიყო. კმაყოფილი ვარ. 

ანნა წოწინაშვილი

უღრმესი მადლობა მინდა გადასცეთ გელას, უიშვიათესი გადმოცემის უნარი აქვს. თავისი საქმე ძალიან რომ უყვარს, მის ლექციას ვინც მოუსმენს შეუმჩნეველი არ დარჩება. იმდენად სრულყოფილი გადმოცემის უნარი აქვს და ისე საფუძვლიანად ხსნის ყველაფერს, ვფიქრობ იშვიათი და შეუფასებელი ლექტორია. როგორც ლექტორს შეფასება ნამდვილად არ ჭირდება. სამომავლოდ თუ რაიმეს შესწავლას გადავწყვეტ, აუცილებლად ავირჩევ სმარტ აკადემიას. 

ირინა ძირკვაძე

ჩემთვის, ჩვენი კურსი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო… უფრო ნათლად დავინახე საოფისე პროგრამების შესაძლებლობები და მათი გამოყენებით საქმეების გამარტივების შესაძლებლობა. კომპიუტერთან მუშაობა გაცილებით გამიმარტივდა და ახლა უკვე დიდი სურვილი მაქვს, ჩემმა მოსწავლეებმაც იცოდნენ საოფისე პროგრამები, რათა ერთად შევძლოთ სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება. სრულად

თეა აზნაურაშვილი

 ოლოდინს გადააჭარბა. განსაკუთრებით ლექტორმა და მისმა გუნდმა, გელას არაჩვეულებრივი ახსნის და გამოცემის უნარი აქვს და რაც ყველაზე მთავარია ამომწირავად ხსნიდა და ჩემა მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა მისმა პროფესიონალიზმმა.

ანონიმური შეფასება

 ბატონი გელა ძალიან კარგი პიროვნებაა. საკუთარი საქმის მცოდნეა და კარგი გადმოცემის უნარი აქვს.

ანონიმური შეფასება

კურსის შინაარსიობრივი და ტექნიკური მხარე ძალიან საინტერესო იყო და ბევრი რამ ვისწავლე. გელა ძალიან კარგი ლექტორია, თავისი საქმის პროფესიონალი და პასუხისმგებლიანი.

სალომე სანიკიძე

კურსის ტექნიკური და შინაარსობრივი მხარე იყო გამართული და მორგებული იმაზე, რომ მიმეღო ყველანაირი ინფორმაცია კურსის შესახებ.

ლელა ფოცხვერაშვილი

ძალიან კარგი და ინფორმაციული კურსი იყო. არაჩვეულებრივი ლექტორით, რომელიც დაიხარჯა ბოლომდე და გააკეთა მაქსიმუმი,  რომ კურსი უფრო საინტერესო და გასაგები ყოფილიყო. იშვიათად შევხვედრილვარ ასეთ არაჩვეულებრივ ლექტორს.

მათე

ბატონი გელა არის არაჩვეულებრივი ლექტორი და ადამიანი. მადლობელი ვარ, რომ გამიმართლდა ასეთ ლექტორთან და ასეთ ლექტორთან მქონდა ურთიერთობა. დიდი მადლობა სმარტ აკადემიას ყველაფრისთვის.

მაია გობაძე

ვფიქრობ, ეს კურსი ჩემთვის დაიგეგმა. შეიძლება, ყველაფერი ძალიან კარგად ვერ ვისწავლე, მაგრამ ჩანაწერებს ვუყურებ და ვიხსენებ, რაც გადამავიწყდა ან გამომრჩა სრულად

ციცინო გობაძე

მიყვარს ტექნოლოგიების გამოყენება, საოფისე პროგრამები მეგონა ვიცოდი... ამ კურსით კი, იმდენი რამ ვისწავლე... აღმოვაჩინე ისეთი ფუნქციები, რაზეც აქამდე წარმოდგენა არ მქონდა. ცოტა ხნის წინ მეგობარს საბაკალავრო ნაშრომის ანგარიშის დაწერაში დავეხმარე და გამიხარდა, ყველა ფუნქცია რომ ვიცოდი, რაც ნაშრომის სრულყოფისთვის საჭირო იყო. პროექტების დაწერის დროს კარგად ვიყენებ ექსელის ფორმულებს, ასევე ხშირად მიწევს პრეზენტაციების კეთება, ჩემი პრეზენტაციები უფრო დახვეწილი და ლამაზი გახდა. სრულად


სხვა კურსები

გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანია ამ სფეროში მომუშავე და დამწყებ დიზაინერებს ასწავლოს დიზაინის გამართულად აგების ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის სწორად გამოყენება და ტექსტთან, ფერებთან და ვიზუალურ ელემენტებთან მუშაობის კულტურა.

ვიდეო კონტენტის შექმნა

ვიდეო კონტენტის შექმნის კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს საჭირო ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რათა შეძლონ მაღალი ხარისხის, ეფექტური მოკლე ვიდეო კონტენტის შექმნა სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმისთვის.

ბუღალტერია და საგადასახადო კოდექსი პრაქტიკაში

აღნიშნული საბაზისო საბუღალტრო კურსის მთავარი მიზანია მონაწილეებს მისცეს ფუნდამენტური ცოდნა და ძირითადი უნარები, რათა ეზიარონ აღრიცხვის ძირითად პრინციპებს.

AI - ხელოვნური ინტელექტის კურსი პრაქტიკაში

AI - ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში კურსის მიზანია მსმენელებს მისცეს ფუნდამენტური და პრაქტიკული ცოდნა უახლესი გენერატიული AI მოდელების შესახებ. მონაწილეები სიღრმისეულად შეადარებენ ChatGPT, Claude, Gemini-სა და Grok-ს, დაეუფლებიან პრომპტ ინჟინერიის მოწინავე ტექნიკებს და ისწავლიან სამუშაო ამოცანებისთვის საუკეთესო მოდელების შერჩევას.

ყველა კურსი