Oracle SQL - მონაცემთა ბაზების საწყისების კურსი

ღირებულება 1290 ₾

განვადებით თვეში 40 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

Oracle SQL - მონაცემთა ბაზების საწყისების კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ინფორმაციული მოდელი, Oracle მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების მუშაობისა და ფუნქციონირების პრინციპები, რათა მან შეძლოს მონაცემთა ბაზის დაპროექტება, შექმნა და მონაცემთა დამუშავება. კურსის ფარგლებში მიღებული საბაზისო ცოდნა და უნარები კურსდამთავრებულს დაეხმარება Oracle მონაცემთა ბაზების მართვის სფეროში კარიერის დაგეგმვაში და ამ სფეროს სხვა კურსების მარტივად დაძლევაში.

რას ვისწავლი?

  • ინფორმაციულ მოდელს, მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების პრინციპებს 
  • მონაცემთა ბაზის ობიექტებს, ტიპებს
  • ბრძანებების ჯგუფებს, სინტაქსს, შეზღუდვებს, მათ დანიშნულებას
  • ბაზის პროექტირებას ლოგიკურ და ფიზიკურ დონეზე 
  • მონაცემთა სტრუქტურის სწორად განსაზღვრას 
  • მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის ამოღებას, ძებნას, დამუშავებას
  • არსებული მონაცემთა ბაზის სტრუქტურის წაკითხვას და შეფასებას

რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე?

  • სტუდენტს უნდა შეეძლოს კომპიუტერის გამოყენება საბაზისო დონეზე
  • უნდა ჰქონდეს წვდომა ინტერნეტთან 
  • ფლობდეს პერსონალურ კომპიუტერს ან ლეპტოპს
  • ჰქონდეს Google Account 
  • გაიაროს რეგისტრაცია https://www.oracle.com/ მისამართზე (უფასოა)
  • ინგლისური ენის ცოდნა საშუალო (B1) დონეზე

ვის შეუძლია კურსის გავლა?

  • ნებისმიერს, ვისაც სურს შეიძინოს ცოდნა მონაცემთა ბაზების მიმართულებით

ლექტორის შესახებ

  • სოსო ბერიძეს აქვს მონაცემთა ბაზებთან (Oracle, MS SQL) მუშაობისა და დეველოპმენტის (C, C++, Java, .NET) 20 წლიანი გამოცდილება.
  • 2018-2022 წლებში დასაქმებული იყო ეროვნულ ბანკში, სადაც 2020-2022 წლებში იკავებდა აპლიკაციების ადმინისტრირების განყოფილების უფროსის პოზიციას IT დეპარტამენტში.
  • 2018-2022 წლებში იყო ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, მონაცემთა ბაზების საწყისების (Oracle) და PL/SQL მიმართულებით.
  • 2020 წლიდან დღემდე არის ISSP ტრენინგ ცენტრის მოწვეული ლექტორი, მონაცემთა ბაზების საწყისების (Oracle, MS SQL), PL/SQL და T-SQL მიმართულებით.
  • ამჟამად, სოსო იკავებს სისტემის ანალიტიკოსის პოზიციას TBC ბანკში.
  • ის არის Oracle-ის სერტიფიცირებული სპეციალისტი - Oracle Database SQL Certified Associate.

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



რეგისტრაცია ➜

შეფასებები

ანონიმური შეფასება

ლექტორი არის ძალიან კომფორტული, გასაგებად მოსაუბრე, ყურადღებიანი, ახსნის ძალიან კარგი უნარით. კურსი იყო ძალიან საინტერესო, ბევრი რამ ვისწავლე.

თამარ არევაძე

კურსის განმავლობაში ვისწავლე ყველა ის საჭირო და აუცილებელი პრინციპები, რომლებიც პრაქტიკულ მუშაობაში დამეხმარება  სრულად

დავით გორგილაძე

SQL-ის კურსის მეშვეობით განმივითარდა მონაცემებთან მუშაობის სპეციფიკასთან დაკავშირებული უნარები, რომელიც გამოიყენება სხვა მონაცემთა მართვის პროგრამებისთვისაც, ვინაიდან მონაცემებთან მუშაობის ლოგიკა მსგავსია. სრულად

ანონიმური შეფასება

ლექტორი არის საუკეთესო, ფაქტობრივად არ ტოვებს კითხვას, რომელიც შეიძლება გაგიჩნდეს. ისე ხსნის წარმოუდგენელია ადამიანმა ახსნილი ვერ გაიგოს. კურსი არის მოცულობითი და საინტერესო.

მარიამ გაფრინდაშვილი

უკეთესად გავიაზრე Oracle მონაცემთა ბაზებთან მუშაობის პრინციპები, მათი შექმნა, რედაქტირება, განახლება, ინფორმაციის ფილტრაცია და სხვადასხვა საჭირო მანიპულაცია.  სრულად

ანონიმური შეფასება

ლექტორი ხსნიდა პრაქტიკულ და თეორიულ მასალას ძალიან კარგად, გასაგებად. დადებითად შევაფასებდი კურსსაც და ლექტორსაც. აკადემიის მხრიდან მივიღე მაქსიმალური მხარდაჭერა.

ირინა მათიაშვილი

ლექტორი ძალიან გასაგებად ხსნიდა მასალას. მუდამ მზად იყო უკუკავშირისთვის. ძალიან საინტერესოდ ჩაიარა კურსმა.

თამარი გიგაური

სალექციო კურსმა ჩემთვის ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, ყველა მასალა განხილული იყო ამომწურავად და პრაქტიკული სავარჯიშოები ამ ყველაფრის აღქმაში გვიწყობდა ხელს. თავად ლექტორი საუკეთესოა.

ნინო კაკალაშვილი

კურსმა მოლოდინს გადააჭარბა. ლექტორი ყველა მასალას ხსნიდა გასაგებად, სავარჯიშოები და პრაქტიკული მასალა იყო გასაგებად ახსნილი. ლექტორს შევაფასებ 10/10. 

ანა ნებიერიძე

კურსზე ტექნიკური მხარე სრულიად გამართული და კომფორტული იყო. აღფრთოვანებული დავრჩი ბატონი სოსოთი - ტრენინგის ჩატარებისთვის საჭირო ყველა თვისება აქვს მაქსიმალურად განვითარებული.

ანონიმური შეფასება

ლექტორი იყო თითოეულ თემაში ძალიან ამომწურავი. საინტერესო მაგალითებით ხსნიდა ყველაზე რთულ თემებსაც, რომ მარტივად აღქმადი ყოფილიყო კონკრეტული უნარების პრაქტიკაში გამოყენება.


სხვა კურსები

UX/UI ქოფირაითინგის კურსი

ისწავლე მომხმარებელზე მორგებული ტექსტების შექმნა კომპანიის ბრენდინგ-სტრატეგიის მიხედვით

AUTOMATION TESTING WITH JAVA & Selenide & Rest Assured

AUTOMATION TESTING WITH JAVA & Selenide & Rest Assured-ის კურსის მიზანია მსმენელს შეასწავლოს ტესტირების ავტომატიზაცია Java-ს პროგრამირების ენის გამოყენებით, როგორც UI-სთვის, ასვე API-სთვის Selenide და Rest Assured-ის საუკეთესო მიდგომებისა და პრაქტიკების გამოყენებით. კურსი ასევე მოიცავს Performance Testing-ს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები შეისწავლიან კონკრეტული დატვირთვის პირობებში სისტემის სტაბილურად რეაგირების შეფასებას, რისთვისაც გამოიყენებენ ტესტირების ავტომატიზაციის ტექნიკებსა და ინსტრუმენტებს.

FRONT-END DEVELOPMENT & SEO კურსი

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი საკუთარი ვებ გვერდის ასაწყობად და ამ მიმართულებით კარიერის შესაქმნელად.

MS EXCEL-ის საბაზისო კურსი

კურსის მიზანია სტუდენტმა მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ეკონომიკური პროცესების მოდელირებიასა და ბიზნეს სიტუაციების ანალიზში.

ყველა კურსი