Data Analytics & BI Development (SQL & Power BI)

ღირებულება 2200 ₾

განვადებით თვეში 69 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

Data Analytics & BI Development კურსის მიზანია მსმენელმა შეისწავლოს მონაცემთა ანალიტიკა, ბაზებთან მუშაობის პრინციპები MSSQL ენის გამოყენებით და ინფორმაციის ვიზუალიზაცია BI ხელსაწყოების მეშვეობით, დასაქმდეს მონაცემთა ანალიტიკოსად/რეპორტინგ BI დეველოპერად სხვადასხვა ინდუსტრიაში.

სასწავლო კურსის სწავლის შედეგები

კურსის მსმენელები შეძლებენ:

  • ნებისმიერ ქართულ ფინანსურ ინსტიტუტში (ასევე სხვა ინდუსტრიებში) Junior ან Middle Reporting Developer/Data Analyst პოზიციის დაკავებას
  • ბაზებთან სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის სწორი ფორმით ექსტრაქტირებას და მანიპულაციას
  • BI ხელსაწყოების გამოყენებით ინფორმაციის ვიზუალიზაციასა და User Friendly UI-ს შექმნას
  • BI უნარებით Upwork-ზე არსებული ნებისმიერი Junior და Middle Level Task-ის აღებას
  • საერთაშორისო კომპანიებში Junior Data Analyst/Report BI Developer პოზიციაზე დასაქმებას
  • არსებულ პოზიციაზე, SQL-თან მუშაობას და რეპორტინგის დეველოპერისა და ანალიტიკოსის სხვა პასუხისმგებლობების შეთავსებას

სასწავლო კურსის მოთხოვნები

პერსონალური კომპიუტერი თუ ლეპტოპი windows-ის ოპერაციული სისტემით, აუცილებლად ლოკალ ადმინის უფლებებით.

ლექტორის შესახებ

  • გეგა ჯღარკავა 4 წელზე მეტია მონაცემთა ანალიტიკისა და BI რეპორტინგის სფეროში მუშაობს;
  • ძირითადი გამოცდილება დააგროვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში, პოზიციებზე: მონაცემთა ანალიტიკოსი, უფროსი მონაცემთა ანალიტიკოსი და რეპორტინგ/BI დეველოპერი;
  • მის ძირითად მოვალეობებს და პასუხისმგებლობებს წარმოადგენდა მსხვილი და კომპლექსური ბიზნეს ამოცანების გადაჭრა, საინტერესო ვიზუალიზაციებისა და ინსტრუმენტების შექმნა;
  • კარიერის საწყის ეტაპზე, მუშაობდა ქართულ კომერციულ ბანკში უმცროს რეპორტინგ დეველოპერად;
  • ამის შემდეგ - საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტში - TBI Bank Bulgaria;
  • ამჟამად, გეგა მუშაობს ევროპულ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტში „Paysera Lithuania“, რომელიც საერთაშორისო გადარიცხვებს (SWIFT, SEPA, Target) მსოფლიოს 180 ქვეყანაში უზრუნველყოფს.

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



რეგისტრაცია ➜

შეფასებები

ლელა ლატარია

გეგასთან ლექციებზე ყოფნა არასდროს არის მოსაწყენი - მას შეუძლია სწორად დასვას აქცენტები და სტუდენტებს ასწავლოს ისეთი „ხრიკები“, რომლებიც ნამდვილად პრაქტიკულია. სრულად

ლიკა თიგიშვილი

 გეგაზე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი საყვარელი ლექტორია. ვფიქრობ, იშვიათად შეხვდებით ადამიანს, რომელსაც ასე უყვარს თავისი საქმე.

ანონიმური შეფასება

ონლაინ სწავლის პირველი გამოცდილება იყო და ძალიან კმაყოფილი ვარ. გეგა არის ადამიანი, რომელმაც ზედმიწევნით იცის რას აკეთებს, უდაოდ ძალიან ძლიერი საქმის მცოდნეა, უშუალო და კარგი ადამიანია.

ლელა უგულავა

აკადემიაში სწავლა გამორჩეული იყო პრაქტიკაზე ორიენტირებული მიდგომით, თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით და ინდივიდუალური მხარდაჭერით, რაც დამეხმარა სწრაფად განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაში. სრულად

გიორგი შენგელია

 გავლილი კურსიდან და ლექტორიდან გამომდინარე, დადებითი შთაბეჭდილება დამრჩა სმარტ აკადემიაზე. ძალიან მომეწონა კურსის გარეთ ჩატარებული დასაქმების ხელშემწყობი ტრენინგები. სრულად

ანონიმური შეფასება

გეგა ჯღარკავა თავისი საქმის პროფესიონალია. მარტივი და გასაგები ენით ხსნიდა ყველაფერს, ყველაზე რთულ მასალასაც საკმაოდ მარტივსა და გასაგებს ხდიდა. საინტერესო რჩევებს გვაძლევდა პირადი გამოცდილებიდან, რაც აუცილებლად დამეხმარება მომავალში.

ნათია რიმნისთაველი

კურსი აღმოჩნდა საკმაოდ დატვირთული და ინფორმატიული, მომცა საშუალება ერთდროულად მიმეღო ამომწურავი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. უშუალო, სამართლიანი, ძალიან დიდი მოთმინების უნარის მქონე. პირველივე ლექციიდან იყო აშკარა, რომ ლექტორი არის თავისი საქმის პროფესიონალი და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ეჭვით დავიწყე კურსი, მისი დახმარებით, ვთვლი, რომ საკმაოდ კარგად გავართვი თავი. არასდროს იშურებდა დროს და ენერგიას ჩვენთვის, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ.

გიორგი აფციაური

კურსის განმავლობაში მივიღე საფუძვლიანი ცოდნა – კერძოდ, SQL-ის გამოყენების, მონაცემების ფილტრაციისა და გარდაქმნის, ასევე Power BI-ის საშუალებით ვიზუალიზაციებისა და ანგარიშების შექმნის შესახებ. სრულად

ანონიმური შეფასება

კურსი თემატურად კარგად იყო გაწერილი, დროში ჩასატევად შესაბამისი და დასაქმებისთვის საკმარისი. ლექტორი გასაგები ენით ხსნიდა მასალებს, ამომწურავად პასუხობდა დასმულ კითხვებს და ყველანაირად გვეხმარებოდა ნებისმიერ საკითხში.

ანა შველიძე

ლექტორის გამოცდილება და მისი პრაქტიკული უნარები გვეხმარებოდა სხვადასხვა ბიზნეს ამოცანების მარტივად ამოხსნაში, საინტერესო ვიზუალიზაციების და ინსტრუმენტების შექმნაში.  სრულად

ანონიმური შეფასება

 მოცემულ დროში იდეალურად გაწერილი კურსია, ძალიან ინფორმატიული, ლექტორის ცოდნა და დამოკიდებულებაც ძალიან კარგი, კარგის გარდა ცუდი არაფერი არ ითქმის. 

ნიკა ჭკადუა

გეგა ძალიან მაგარი სპეციალისტია, არ ღლის თეორიით, პრაქტიკაზე ხსნის ყველა გაუგებრობას. მეგობრულია და ყველანაირად ცდილობს შეგაყვაროს ეს პროფესია. თვითონ ეტყობა რომ ძალიან უყვარს რასაც აკეთებს და ეს გაძლევს ენერგიას რომ შენ მიუახლოვდე მის ცოდნას და გამოცდილებას. 

ანონიმური შეფასება

აღნიშნულმა კურსმა მომცა შესაძლებლობა გავცნობოდი მონაცემთა ანალიტიკის საფუძვლებს, იმდენად საინტერესო და მრავალმხრივი იყო კურსი ვფიქრობ ჩემი კარიერა სრულად დავუკავშირო აღნიშნულ მიმართულებას.

მედეა გოგიჩაიშვილი

 გეგას ძალიან კარგი ახსნის უნარი აქვს. ხშირად ფოკუსირდებოდა პრაქტიკულ ქეისებზე, რაც გვიმარტივებდა ინფორმაციის მიღების პროცესს. გვიზიარებდა თავის საერთაშორისო გამოცდილებებსაც.

ნათია ბიბილაშვილი

 ჩემი აზრით კურსი ძალიან ინფორმაციული და სრულყოფილი იყო. არ აქვს მნიშვნელობა გქონია თუ არა შეხება SQL თან ან BI -სთან, შეგიძლია მასალა სრულყოფილად აითვისო. ყოველთვის ყველა კითხვაზე მქონდა პასუხი მიუხედავად იმისა, რომ ლექციები remote რეჟიმში იყო. ვფიქრობ ეფექტურად არის ორგანიზებული გრაფიკიც და სილაბუსიც, და გეგა ძალიან კარგი ლექტორია.

მაკო გოგია

ყველას ვურჩევ სმარტ აკადემია თავისი ცხოვრების მეგზურად გაიხადოს. არც მე ვაპირებ გაჩერებას და მონაცემთა ანალიტიკის Advance კურსზე ვგეგმავ რეგისტრაციას.

ცოტნე ჯიქია

 Smart academy ის ყავს უმაგრესი სტაფი, რომელიც ყველანირად ეხმარება სტუდენტს რომ აითვისოს ის რასაც ლექტორი აწვდის. უდიდესი მხარდაჭერა და ტექნიკური უზრუნველყოფა იგრძნობოდა მათი მხრიდან. გეგა არის უმაგრესი ადამიანი, რომელიც ყველანაირად დაგემხარება გახდე დამწყების დონისნ პროფესიოანლი, რომელიც შეძლებს პრობლემების გადაჭრას. მისი ლექსიკა ხუმრობები ჩემთვის მისაბაძი ლექტორია. 

ნიკოლოზ გოდერძიშვილი

კურსი იყო კარგად ორგანიზებული, საკითხები იყო შინაარსობრივად კარგად დალაგებული, გეგა ყველა საკითხს სიღრმისეულად ხსნიდა იქამდე სანამ ყველასთვის გასაგები არ იქნებოდა და ბევრი მაგალითი ქონდა რეალური სამუშაო გარემოდან რაც კიდევ უფრო ამარტივებდა ამა თუ იმ საკითხის აღქმას და მისი საჭიროების გააზრებას. კურსის დაწყებამდე რა მოლოდინებიც მქონდა, იმაზე მეტი მივიღე რეალურად. მადლობა გეგას და სმარტ აკადემიას.

ელენე დოლიძე

 ტექნიკური და შინაარსობრივი ნაწილი კურსის მთავარი ძლიერი მხარე იყო. ეს იყო პრაქტიკაზე ორიენტირებული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა მონაცემთა ანალიტიკის ყველა მნიშვნელოვან კომპონენტს, დაწყებული საფუძვლებიდან, დამთავრებული რთული ინსტრუმენტებითა და რეალურ ბიზნეს-ქეისებზე ორიენტირებული პრობლემებით. კურსის შინაარსი მხოლოდ ტექნიკურ უნარებზე არ იყო ორიენტირებული. იგი ასწავლიდა ანალიტიკურ აზროვნებასა და მონაცემთა ინტერპრეტაციის უნარს, რაც მეტად აუცილებელია თანამედროვე ანალიტიკოსისთვის. რომ შევაჯამოთ, ლექტორის მიდგომა სწავლისადმი ინსპირაციული იყო და ქმნიდა გარემოს, რომელიც ხელს უწყობდა ცოდნის ხარისხიან და საფუძვლიან შეძენას.

ანონიმური შეფასება

ძალიან კმაყოფილი ვარ კურსით, ლექტორი არის ძალიან გულისხმიერი, პროფესიონალი და ყურადღებიანი. მეგობრებს უკვე ვურჩიე კურსის გავლა.

მარიამ რამაზაშვილი

სასწავლო პროცესი და მასალებიც მოწესრიგებული იყო და არანაირი ტექნიკური პრობლემა არ შემქმნია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, გარდა მხოლოდ კურსით გათვალისწინებულისა, გუნდმა დასაქმებასთან დაკავშირებული შეხვედრებიც შემოგვთავაზა. სრულად

გიორგი ლომიძე

 უშუალოდ კურსი, ძალიან საინტერესო და პრაქტიკასთან მაქსიმალურად მიახლოებული იყო. უმეტესად პრაქტიკული სამუშაო იყო და არა თეორიული შესწავლა, რაც ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია. ბატონი გეგა, მართლაც რომ პროფესიონალია.  ძალიან კარგი გადმოცემის, ახსნისა და მიდგომის უნარი გააჩნია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამავდროულად ორიენტირებული იყო არა თეორიაზე, არამედ პრაქტიკაზე და მაგ ორიენტირის გამო იყო რომ საინტერესო და კარგი კურსი ჩაატარა.

ანონიმური შეფასება

მშვენირი კურსი იყო, SQL-ისა და Power BI-ის ძირითადი ნაწილები გავიარეთ. მცოდნე, მონდომებული და კარგი გადმოცემის უნარის მქონე ლექტორი გვყავდა გეგა.

ანონიმური შეფასება

კურსის მანძილზე გავლილი საკითხები, ვთვლი, რომ საკმარისია ანალიტიკის მიმართულებით დასაქმებისთვის. კურსი ძალიან საინტერესოა, თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული. ლექტორი ფლობს ღრმა ცოდნას აღნიშნულ სფეროშ, ყველა დასმულ საკითხზე პასუხობს ამომწურავად, მარტივად გადმოსცემს მასალას, უზრუნველყოფს კურსის მონაწილეების ჩართულობას.

ნათია საბაძედ

გეგა გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით. თემებს ხსნის მარტივად, პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით. ასევე გეგა არის ძალიან კომუნიკაბელური და უშუალო სტუდენტებთან. 

ბაქრაძე რატი

 კურსის განმავლობაში არ შემქმნია არანაირი ტექნიკური პრობლემა, ყველა ცვლილების შესახებ წინასწარ ვიგებდი, რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, ჩემი მოლოდინები გაამართლა ყველანაირად. ბატონი გეგა ჯღარკავა არის თავისი საქმის პროფესიონალი და ამავდროულად გააჩნია ის უნარი საკუთარი ცოდნა გაუზიაროს სხვებს ამომწურავად და გასაგებად.

ლუკა კოკაია

 პირველივე ლექციიდან ნათელი იყო, რომ გეგა არის თავისი საქმის პროფესიონალი და ამასთან ერთად აქვს კომუნიკაციის ძალიან კარგი უნარები, შეუძლია მარტივად საუბარი და გააჩნია ახსნის, მარტივად გადმოცემისა, და სწავლების უნარი რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს. 

ანონიმური შეფასება

ტექნიკური და შინაარსობრივი თვალსაზრისით ყოველმხრივ ინფორმირებულები ვიყავით. ლექციები სილაბუსის შესაბამისად მიმდინარეობდა, რაც ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც რაიმე კონკრეტული თემის გადამეორება გვინდოდა ან თავიდან მოსმენა, შეგვეძლო უბრალოდ სილაბუსი გაგვეხსნა და მაგ თემის შესაბამისი ლექცია გვენახა.

ანონიმური შეფასება

კურსი არის კარგად გამართული. ყველა მნიშვნელოვანი დეტალი და ასპექტი იყო გათვალისწინებული.


სხვა კურსები

Motion Design - After Effects

After Effects - Motion Design-ის კურსის მიზანია, რომ კურსის გავლის შემდეგ სტუდენტმა შეძლოს 2D ანიმაციური ვიდეო რგოლის დამოუკიდებლად დაგეგმვა და ანიმირება. სტუდენტი გააცნოს ანიმაციის ძირითად პრინციპებს, ანიმირებისთვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკას, განსხვავებული სტილის გრაფიკულ ელემენტებზე მუშაობას და გადაღებულ ვიდეოში ინტეგრირებას.

ციფრული მხატვრობა და კონცეპტ არტი

კურსის მიზანია სტუდენტმა გამოიმუშაოს ფუნდამენტური უნარები კონცეპტის დიზაინის შესაქმნელად. გაეცნოს თანამედროვე ტენდენციებს და მიმდინარეობებს კონცეპტ არტის სამყაროში.

AGILE გუნდის ფასილიტაცია

AGILE გუნდის ფასილიტაციის კურსი სასარგებლო იქნება მათთვის, ვისაც სურს განავითაროს ფასილიტატორის აზროვნება, ცოდნა და უნარები, მიიღოს გამოცდილება პრაქტიკოსისგან და აქტიურად ჩაერთოს სწავლებაში.

რეკრუტინგის მენეჯმენტი და პრაქტიკა

კურსის მიზანია მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება და ცოდნა, რომელიც დაგეხმარებათ დასაქმდეთ უმცროსი რეკრუტერის პოზიციაზე ნებისმიერ ორგანიზაციაში.

ყველა კურსი