Data Analytics & BI Development (SQL & Power BI)

ღირებულება 2200 ₾

განვადებით თვეში 69 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

Data Analytics & BI Development კურსის მიზანია მსმენელმა შეისწავლოს მონაცემთა ანალიტიკა, ბაზებთან მუშაობის პრინციპები MSSQL ენის გამოყენებით და ინფორმაციის ვიზუალიზაცია BI ხელსაწყოების მეშვეობით, დასაქმდეს მონაცემთა ანალიტიკოსად/რეპორტინგ BI დეველოპერად სხვადასხვა ინდუსტრიაში.

სასწავლო კურსის სწავლის შედეგები

კურსის მსმენელები შეძლებენ:

  • ნებისმიერ ქართულ ფინანსურ ინსტიტუტში (ასევე სხვა ინდუსტრიებში) Junior ან Middle Reporting Developer/Data Analyst პოზიციის დაკავებას
  • ბაზებთან სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის სწორი ფორმით ექსტრაქტირებას და მანიპულაციას
  • BI ხელსაწყოების გამოყენებით ინფორმაციის ვიზუალიზაციასა და User Friendly UI-ს შექმნას
  • BI უნარებით Upwork-ზე არსებული ნებისმიერი Junior და Middle Level Task-ის აღებას
  • საერთაშორისო კომპანიებში Junior Data Analyst/Report BI Developer პოზიციაზე დასაქმებას
  • არსებულ პოზიციაზე, SQL-თან მუშაობას და რეპორტინგის დეველოპერისა და ანალიტიკოსის სხვა პასუხისმგებლობების შეთავსებას

სასწავლო კურსის მოთხოვნები

პერსონალური კომპიუტერი თუ ლეპტოპი windows-ის ოპერაციული სისტემით, აუცილებლად ლოკალ ადმინის უფლებებით.

ლექტორის შესახებ

  • გეგა ჯღარკავა 4 წელზე მეტია მონაცემთა ანალიტიკისა და BI რეპორტინგის სფეროში მუშაობს;
  • ძირითადი გამოცდილება დააგროვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში, პოზიციებზე: მონაცემთა ანალიტიკოსი, უფროსი მონაცემთა ანალიტიკოსი და რეპორტინგ/BI დეველოპერი;
  • მის ძირითად მოვალეობებს და პასუხისმგებლობებს წარმოადგენდა მსხვილი და კომპლექსური ბიზნეს ამოცანების გადაჭრა, საინტერესო ვიზუალიზაციებისა და ინსტრუმენტების შექმნა;
  • კარიერის საწყის ეტაპზე, მუშაობდა ქართულ კომერციულ ბანკში უმცროს რეპორტინგ დეველოპერად;
  • ამის შემდეგ - საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტში - TBI Bank Bulgaria;
  • ამჟამად, გეგა მუშაობს ევროპულ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტში „Paysera Lithuania“, რომელიც საერთაშორისო გადარიცხვებს (SWIFT, SEPA, Target) მსოფლიოს 180 ქვეყანაში უზრუნველყოფს.

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



რეგისტრაცია ➜

შეფასებები

ანონიმური შეფასება

მშვენირი კურსი იყო, SQL-ისა და Power BI-ის ძირითადი ნაწილები გავიარეთ. მცოდნე, მონდომებული და კარგი გადმოცემის უნარის მქონე ლექტორი გვყავდა გეგა.

ლელა უგულავა

აკადემიაში სწავლა გამორჩეული იყო პრაქტიკაზე ორიენტირებული მიდგომით, თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით და ინდივიდუალური მხარდაჭერით, რაც დამეხმარა სწრაფად განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაში. სრულად

ანონიმური შეფასება

აღნიშნულმა კურსმა მომცა შესაძლებლობა გავცნობოდი მონაცემთა ანალიტიკის საფუძვლებს, იმდენად საინტერესო და მრავალმხრივი იყო კურსი ვფიქრობ ჩემი კარიერა სრულად დავუკავშირო აღნიშნულ მიმართულებას.

ლიკა თიგიშვილი

 გეგაზე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი საყვარელი ლექტორია. ვფიქრობ, იშვიათად შეხვდებით ადამიანს, რომელსაც ასე უყვარს თავისი საქმე.

ანა შველიძე

ლექტორის გამოცდილება და მისი პრაქტიკული უნარები გვეხმარებოდა სხვადასხვა ბიზნეს ამოცანების მარტივად ამოხსნაში, საინტერესო ვიზუალიზაციების და ინსტრუმენტების შექმნაში.  სრულად

ანონიმური შეფასება

ტექნიკური და შინაარსობრივი თვალსაზრისით ყოველმხრივ ინფორმირებულები ვიყავით. ლექციები სილაბუსის შესაბამისად მიმდინარეობდა, რაც ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც რაიმე კონკრეტული თემის გადამეორება გვინდოდა ან თავიდან მოსმენა, შეგვეძლო უბრალოდ სილაბუსი გაგვეხსნა და მაგ თემის შესაბამისი ლექცია გვენახა.

ლელა ლატარია

გეგასთან ლექციებზე ყოფნა არასდროს არის მოსაწყენი - მას შეუძლია სწორად დასვას აქცენტები და სტუდენტებს ასწავლოს ისეთი „ხრიკები“, რომლებიც ნამდვილად პრაქტიკულია. სრულად

ანონიმური შეფასება

კურსი თემატურად კარგად იყო გაწერილი, დროში ჩასატევად შესაბამისი და დასაქმებისთვის საკმარისი. ლექტორი გასაგები ენით ხსნიდა მასალებს, ამომწურავად პასუხობდა დასმულ კითხვებს და ყველანაირად გვეხმარებოდა ნებისმიერ საკითხში.

გიორგი აფციაური

კურსის განმავლობაში მივიღე საფუძვლიანი ცოდნა – კერძოდ, SQL-ის გამოყენების, მონაცემების ფილტრაციისა და გარდაქმნის, ასევე Power BI-ის საშუალებით ვიზუალიზაციებისა და ანგარიშების შექმნის შესახებ. სრულად

ანონიმური შეფასება

ძალიან კმაყოფილი ვარ კურსით, ლექტორი არის ძალიან გულისხმიერი, პროფესიონალი და ყურადღებიანი. მეგობრებს უკვე ვურჩიე კურსის გავლა.

ანონიმური შეფასება

კურსი არის კარგად გამართული. ყველა მნიშვნელოვანი დეტალი და ასპექტი იყო გათვალისწინებული.

მედეა გოგიჩაიშვილი

 გეგას ძალიან კარგი ახსნის უნარი აქვს. ხშირად ფოკუსირდებოდა პრაქტიკულ ქეისებზე, რაც გვიმარტივებდა ინფორმაციის მიღების პროცესს. გვიზიარებდა თავის საერთაშორისო გამოცდილებებსაც.

მარიამ რამაზაშვილი

სასწავლო პროცესი და მასალებიც მოწესრიგებული იყო და არანაირი ტექნიკური პრობლემა არ შემქმნია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, გარდა მხოლოდ კურსით გათვალისწინებულისა, გუნდმა დასაქმებასთან დაკავშირებული შეხვედრებიც შემოგვთავაზა. სრულად

ანონიმური შეფასება

ონლაინ სწავლის პირველი გამოცდილება იყო და ძალიან კმაყოფილი ვარ. გეგა არის ადამიანი, რომელმაც ზედმიწევნით იცის რას აკეთებს, უდაოდ ძალიან ძლიერი საქმის მცოდნეა, უშუალო და კარგი ადამიანია.

მაკო გოგია

ყველას ვურჩევ სმარტ აკადემია თავისი ცხოვრების მეგზურად გაიხადოს. არც მე ვაპირებ გაჩერებას და მონაცემთა ანალიტიკის Advance კურსზე ვგეგმავ რეგისტრაციას.

ანონიმური შეფასება

გეგა ჯღარკავა თავისი საქმის პროფესიონალია. მარტივი და გასაგები ენით ხსნიდა ყველაფერს, ყველაზე რთულ მასალასაც საკმაოდ მარტივსა და გასაგებს ხდიდა. საინტერესო რჩევებს გვაძლევდა პირადი გამოცდილებიდან, რაც აუცილებლად დამეხმარება მომავალში.

გიორგი შენგელია

 გავლილი კურსიდან და ლექტორიდან გამომდინარე, დადებითი შთაბეჭდილება დამრჩა სმარტ აკადემიაზე. ძალიან მომეწონა კურსის გარეთ ჩატარებული დასაქმების ხელშემწყობი ტრენინგები. სრულად


სხვა კურსები

ციფრული მხატვრობა და კონცეპტ არტი

კურსის მიზანია სტუდენტმა გამოიმუშაოს ფუნდამენტური უნარები კონცეპტის დიზაინის შესაქმნელად. გაეცნოს თანამედროვე ტენდენციებს და მიმდინარეობებს კონცეპტ არტის სამყაროში.

Motion Design - After Effects

After Effects - Motion Design-ის კურსის მიზანია, რომ კურსის გავლის შემდეგ სტუდენტმა შეძლოს 2D ანიმაციური ვიდეო რგოლის დამოუკიდებლად დაგეგმვა და ანიმირება. სტუდენტი გააცნოს ანიმაციის ძირითად პრინციპებს, ანიმირებისთვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკას, განსხვავებული სტილის გრაფიკულ ელემენტებზე მუშაობას და გადაღებულ ვიდეოში ინტეგრირებას.

ORACLE PL/SQL - პროგრამირების ენის საფუძვლები

კურსის მიზანია კურსდამთავრებულმა შეძლოს ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების ფორმირება მონაცემთა ბაზის პროგრამირების PL/SQL ენის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, რომელიც დაკავშირებულია Oracle მონაცემთა ბაზის მართვის სისტემის პროფესიული პრობლემების გადაჭრასთან

კორპორატიული სტრატეგიის დაგეგმვა და აღსრულება

კორპორატიული სტრატეგიის დაგეგმვისა და აღსრულების კურსის მიზანია მონაწილეებს მიაწოდოს სტრატეგიული დაგეგმვის პრინციპებისა და ინსტრუმენტების სტრუქტურირებული გაგება.

ყველა კურსი